ეს არის მწვანე შუქი ქართული ოცნებისთვის — მოძრაობა სირცხვილია ამნისტიის პუნქტზე
მოძრაობა სირცხვილიას განცხადებით, დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი, რომელზეც ამ წუთებში ოპოზიცია და ქართული ოცნება კრისტიან დანიელსონის მედიაციით მსჯელობენ, არის "მწვნე შუქი" ქართული ოცნებისთვის.
მოძრაობა სირცხვილია ყურადღებას ამახვილებს პუნქტზე, სადაც წერია, რომ "გამოიცეს ამნისტია, რომელიც შეეხება ოცი ივნისის საქმის მონაწილეებს — როგორც აქტივისტებს, ისე სამართალდამცავებს".
"აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის, ტოლობის დასმა სრულიად მიუღებელია; ამნისტია, როგორც ჰუმანური აქტი, გამოიყენება დამნაშავეების მიმართ. სირცხვილია ამ პუნქტის აქტივისტებზე გავრცელება, უსამართლობაა სამართალდამცველების გათავისუფლება პასუხისმგებლობისგან (ისედაც არავისი დამდგარა) ქვეყანაში, სადაც მანიფესტაციის უფლების რეალიზება ისედაც თითქმის შეუძლებელია", — აცხადებენ სირცხვილიაში.
მათი განცხადებით, ეს არის "მწვანე შუქი მავნე პრაქტიკის გაგრძელებისთვის და მმართველი პარტიის რეპრესიული პოლიტიკისთვის".
"ეს არის მწვანე შუქი ქართული ოცნებისთვის, რომ ჯერ ჩვენს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს წაგვართმევს, დაგვარბევს, მერე ისევ ჩვენ გვაგებინებს პასუხს მიკერძოებული მართლმსაჯულების გამოყენებით. ეს არის მწვანე შუქი ამ მავნე პრაქტიკის გაგრძელებისთვის და მმართველი პარტიის რეპრესიული პოლიტიკისთვის", — ნათქვამია განცხადებაში.
On.ge-მ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის შინაარსი მოიპოვა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ეს არის ის თემები, რაზეც ოპოზიცია და ხელისუფლება ამ წუთებშიც მსჯელობენ. საუბარია პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, თუმცა არაფერი წერია ვადამდელი არჩევნების შესახებ.
დანიელსონის მედიაციით მხარეებს შორის შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყო. ის მეორედ 27 მარტს ჩამოვიდა. 28 მარტს საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ხოლო 29 მარტს პოლიტიკურ პარტიებს ინდივიდუალურ ფორმატში შეხვდა.
დანიელსონის პირველი ვიზიტის დროს, 18 მარტს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. ბოლო შეხვედრა 10 საათი გრძელდებოდა.
შვედი დიპლომატი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
კომენტარები