ამ გზავნილებს სერიოზულად უნდა მიუდგნენ — ჰარცელი ევროპარლამენტარების განცხადებაზე
ევროკავშირის ელჩის საქართველოში, კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროპარლამენტარების განცხადებას საქართველო სერიოზულად უნდა მიუდგეს. ასე ეხმაურება ის ევროპარლამენტარების წერილს, სადაც ისინი საქართველოსთვის მაკროსაფინანსო დახმარების შეჩერებას ითხოვენ.
"მე ვერ ვისაუბრებ ევროპარლამენტის ან მისი ცალკეული წევრების სახელით, უბრალოდ ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა, მოდის ცხადი გზავნილები. აღსანიშნავია, რომ ამ განცხადების ხელმომწერები არიან წამყვანი ევროპარლამენტარები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული როლები, როდესაც საკითხი შეეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას. ასე, რომ ამ გზავნილებს სერიოზულად უნდა მიუდგნენ", — თქვა მან [ფორმულას თარგმანი].
პოლიტიკური პარტიებისგან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, 1-ლ აპრილს ეროპარლამენტარებმა განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც საქართველოსთვის მაკროსაფინანსო დახმარების შეჩერებას მოითხოვენ. ისინი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულებაზე მწუხარებას გამოთქვამენ და ამ შედეგში პასუხისმგებლობას როგორც მმართველ, ისე ოპოზიციურ პარტიებსაც აკისრებენ.
ქართული ოცნება და ოპოზიცია ისევ ვერ შეთანხმდნენ. მათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ისაუბრეს, რომ იყო საკითხები, რაზეც თანხმდებოდნენ, მაგრამ ნაწილზე — ვერა. მაგალითად, ლელოს ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერ ნიკა მელიასთან დაკავშირებით შემოთავაზებული იქნა გადაწყვეტილება, რომელიც სრულად პასუხობდა პრობლემის გადაჭრას, თუმცა ეს არ განმეორდა გიორგი რურუას შემთხვევაში.
დანიელსონი მხარეებთან შეხვედრამდე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა თუმცა შეხვედრის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას წინასწარ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ამასთან, შეხვედრის დასრულების შემდეგ, მათ არ გაავრცელეს არც ფოტოები და არც ვიდეო. მიშელის წარმომადგენელი საქართველოში მეორედ 27 მარტს ჩამოვიდა. ის 28 მარტს საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ხოლო 29 მარტს პოლიტიკურ პარტიებს ინდივიდუალურ ფორმატში შეხვდა.
დანიელსონის პირველი ვიზიტის დროს, 18 მარტს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. ბოლო შეხვედრა 10 საათი გრძელდებოდა.
შვედი დიპლომატი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები