ტყუილია, რომ ევროკავშირის სანქციებზეა საუბარი — მდინარაძე
ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ტყუილია, რომ ევროკავშირის მხრიდან სანქციებზეა საუბარი.
"ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიციური მედია და ჩვენი ოპონენტები დღეს მთელი დღის განმავლობაში წევენ თემას იმგვარად, რომ თითქოს რაღაც ევროკავშირის სანქციებზეა საუბარი. პირდაპირ ვიტყვი გადაჭარბების გარეშე, ეს არის ტყუილი, როდესაც პირობითობას და პირობით დათქმებს, რომელზეც ჩვენი ძალიან საპატივცემულო კოლეგები საუბრობენ, კოლეგები ევროპარლამენტიდან, დაარქმევ სანქციებს, ეს არის საზოგადოების მოტყუება", — განაცხადა მდინარაძემ.
პოლიტიკური პარტიებისგან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, 1-ლ აპრილს ეროპარლამენტარებმა განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც საქართველოსთვის მაკროსაფინანსო დახმარების შეჩერებას მოითხოვენ. ისინი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულებაზე მწუხარებას გამოთქვამენ და ამ შედეგში პასუხისმგებლობას როგორც მმართველ, ისე ოპოზიციურ პარტიებსაც აკისრებენ.
ქართული ოცნებისა და ოპოზიციის მორიგი მედიაცია კვლავ უშედეგოდ დასრულდა მათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ისაუბრეს, რომ იყო საკითხები, რაზეც თანხმდებოდნენ, მაგრამ ნაწილზე — ვერა. მაგალითად, ლელოს ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერ ნიკა მელიასთან დაკავშირებით შემოთავაზებული იქნა გადაწყვეტილება, რომელიც სრულად პასუხობდა პრობლემის გადაჭრას, თუმცა ეს არ განმეორდა გიორგი რურუას შემთხვევაში.
დანიელსონი მხარეებთან შეხვედრამდე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა თუმცა შეხვედრის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას წინასწარ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ამასთან, შეხვედრის დასრულების შემდეგ, მათ არ გაავრცელეს არც ფოტოები და არც ვიდეო. მიშელის წარმომადგენელი საქართველოში მეორედ 27 მარტს ჩამოვიდა. ის 28 მარტს საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ხოლო 29 მარტს პოლიტიკურ პარტიებს ინდივიდუალურ ფორმატში შეხვდა.
დანიელსონის პირველი ვიზიტის დროს, 18 მარტს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. ბოლო შეხვედრა 10 საათი გრძელდებოდა.
შვედი დიპლომატი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.
-
გადახედვააქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს აქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს
-
გადახედვასპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს სპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს
-
გადახედვასაია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა საია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა
-
გადახედვასპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის
-
გადახედვა"აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება "აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
კომენტარები