Tbilisi Open Air არც წელს გაიმართება
მიზეზად "ეპიდემიოლოგიური ვითარება, მოსალოდნელი რეგულაციები და ვაქცინაციის ტემპი" სახელდება.
ფესტივალის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, Tbilisi Open Air არც წელს ჩატარდება. ფესტივალი კორონავირუსის გამო არც შარშან ჩატარებულა.
ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, მუსიკალური ფესტივალის გადადების მიზეზი, რომელსაც ათასობით მელომანი ელოდა, დაწესებული და მოსალოდნელი რეგულაციები, ვაქცინაციის ტემპი და ეპიდემიოლოგიური ვითარებაა:
"მთელი ამ დროის განმავლობაში დიდი იმედი გვქონდა, რომ სიტუაცია განიმუხტებოდა და ფესტივალის ჩატარებას წელს მაინც შევძლებდით, თუმცა ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება, სახელმწიფოს მიერ დაწესებული მოქმედი ან მოსალოდნელი რეგულაციები და ვაქცინაციის ტემპი არ გვაძლევს საშუალებას, რომ სრულფასოვნად ჩავატაროთ დიდი მასშტაბის საერთაშორისო ფესტივალი, თუნდაც შემოდგომაზე".
ორგანიზატორები წერენ, რომ ამ პირობებში, მათთვის შეუძლებელია ქართველი მსმენელის უსაფრთხოების უზრუნველყოდა და ასევე უცხოელი შემსრულებლების ჩამოყვანაზე პასუხისმგებლობის აღება.
რაც შეეხება აპრილში დაგეგმილ ორ ღონისძიებას, Lisi Wonderland: Chapter #5 და Lisi Wonderland: Chapter #6, ისინი 17 და 24 აპრილს ვერ გაიმართება და მათ განახლებულ თარიღებს ალტერვიჟენი უახლოეს დღეებში გაავრცელებს.
ყველა, ვისაც 2020 წელს ფესტივალის აბონემენტი ჰქონდა ნაყიდი და არ დააბრუნა, საჩუქრად 10-წლიანი საშვი გადაეცა:
"თქვენ უფასოდ დაესწრებით 2022 წლის ფესტივალს + 10 წელი და 2 წელი, შესაბამისად. ვისაც საშვები ჯერ არ წაუღია, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ. ფოსტის მისამართზე [email protected] ან გამოგვიგზავნოთ პირადი შეტყობინება".
ორგანიზატორები დასძენენ, რომ ოფიციალური ივენთის გარდა, უცნობი პირების მიერ შექმნილია ფესტივალის რამდენიმე ყალბი ფეისბუქივენთი, რომელზეც Tbilisi Open Air პასუხისმგებლობას არ იღებს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები