ხელისუფლება ვერ ახერხებს კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას — TI
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო აცხადებს, რომ ქვეყანაში კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის მუშაობა საშიში ხდება.
"საგანგაშო ტენდენციის სახე მიიღო მედიის წარმომადგენლებზე და ამ შემთხვევაში, ტელეკომპანია ფორმულას თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტებმა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს იმოქმედონ კანონის ფარგლებში, სასწრაფოდ გამოიძიონ აღნიშნული ინციდენტები და საზოგადოებას დროულად აცნობონ გამოძიების შედეგები", — აცხადებენ TI-ში.
ორგანიზაციაში აცხადებენ იმასაც, რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას.
"ტელეკომპანია ფორმულასთან დაკავშირებული მორიგი ინციდენტები ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად რთული და საშიში გახდა მედიისათვის მუშაობა ქვეყანაში არსებული მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში. ფაქტია, რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას. მმართველი პარტიის აგრესიული რიტორიკა კრიტიკული აზრის მიმართ, პროოპოზიციური მედიის მფლობელებისა თუ მენეჯერების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ჩარევის თუ თავდასხმის გამოუძიებელი ფაქტები, ცალსახად ახალისებს ქვეყანაში ძალადობას მედიის წარმომადგენლების და ზოგადად, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ", — აცხადებენ საერთაშორისო გამჭვირვალობაში.
ფორმულაში თანამშრომლებზე თავდასხმას ტელევიზიაში მათ პროფესიულ საქმიანობას უკავშირებენ. ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი კრიმინალური შემთხვევა და მანქანიდან არც არაფერი არის წაღებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სოფელ გამარჯვებაში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის დაზიანების შესახებ გამოძიება შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს. რაც შეეხება მეორე დაზარალებულს, უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით შეტყობინება არ შესულა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ფორმულას თანამშრომლებს თავს ესხმიან. 25 თებერვალს თავს დაესხნენ ჟურნალისტ ვახო სანაიას, რომელსაც ტვინის შერყევა დაუდასტურდა. სანაია ამბობს, რომ თავდამსხმელებისგან პირდაპირი აგრესია იგრძნობოდა ტელევიზიების, განსაკუთრებით კი, კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები