ევროკავშირი გეუბნება, გადავიხდით გირაოს ვითარების განმუხტვისთვისო, სად ზიანდება ვინმეს ღირსება?! — ელისაშვილი მელიას
პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ევროკავშირის შეთავაზება ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას გირაოს გადახდაზე "ღირსეული გამოსავალია". ელისაშვილი გაუგებარსა და აუხსნელს უწოდებს მელიას უარს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე.
"ძალიან ღირსეული გამოსავალი შემოგვთავაზა ევროკავშირმა. ვიღაცა კი არ გადაიხდის და ქართული ოცნება კი არ გადაიხდის გირაოს — ჩემთვის არის აბსოლუტურად აუხსნელი და გაუგებარი. ევროკავშირი გეუბნება გადავიხდი გირაოს და გამოდი ციხიდან და არა, არ გადამიხადო არავითარ შემთხვევში. ეს არის ხელის აკვრა, ხელის კვრა ევროკავშირისთვის. ვის კრავ ხელს? ევროპის კავშირს? ევროკავშირს, სადაც გვინდა, რომ შევიდეთ? [...]
რა არის აქ მორალური საკომპრომისო?! ევროკავშირი რომ გეუბნება, რომ პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი იყოს ვითარების განმუხტვისთვის, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, რომ ჩვენ გადავიხდით ამ გირაოს თანხას, აქ მორალური კომპრომისი ... სად ზიანდება ვინმეს ღირსება, ერთი გამაგებინეთ", — განაცხადა ელისაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.
ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ გირაოს სურვილის შემთხვევში მელია თავად ელისაშვილის შეთავაზებას დათანხმდებოდა, რომელმაც ევროკავშირზე გაცილებით ადრე გამოთქვა მისთვის გირაოს გადახდის სურვილი, დეპუტატმა უპასუხა, რომ ამაზე საუბარი არ უნდა.
"ამაზე მე არ მინდა ლაპარაკი, სანამ ნიკა მელია არ გამოვა ციხიდან. მე, ალბათ, ჩვენ მაგაზე ცალკე გვექნება სალაპარაკო", — განაცხადა ელისაშვილმა.
ელისაშვილის შეთავაზებას ნიკა მელიამ ასე უპასუხა:
"ჩემი ფეხით არ მომიყვანო, ალეკო, მაგ პარლამენტში, ჩემი ხელით გამოგიყვან პარლამენტიდან. აგიღებ და გამოგიტან გარეთ ახლა მართლა არ მომიყვანო, რა შენი ხელფასიდან გადამიხდი?"
შეთანხმებაში, რომელსაც ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერა ხელი ვკითხულობთ, რომ "ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება".
დოკუმენტის ამ ნაწილის შესახებ თავდაპირველად არსებობდა განსხვავებული ინტერპრეტაციები. მაგალითად, ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტი ამნისტიის აქტს მას შემდეგ მიიღებდა, რაც მელიას გირაოს გადაიხდიდნენ. ოცნების კიდევ ერთი ლიდერის, შალვა პაპუაშვილის თქმით, გირაო ევროკავშირში რეგისტრირებული ორგანიზაციას უნდა გადაეხადა.
რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განმარტა, რომ ევროკავშირმა გირაოს გადახდის მზაობა მელიას უფრო სწრაფად გათავისუფლებისთვის გამოთქვა და რეალურად, ეს არ არის ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობის დაწყების წინაპირობა. მოგვიანებით, იგივე დაადასტურა პაპუაშვილმაც:
"მას თუ ეჩქარება გამოსვლა გირაო გადაიხდება ევროკავშირის მიერ და ეს გზა არსებობს. ის თუ ფიქრობს, რომ მისი ღირსება უფრო მაღლაა, ვიდრე საქართველო, კი ბატონო. ცოტა ხანი იქნება, ამნისტიის კანონი მიღებულ იქნება და ეპატიება სავარაუდო დანაშაული", — განაცხადა პაპუაშვილმა.
გაიგეთ მეტი:
- იმ პირობებით მიიღება, რაც შეთანხმებაშია, "ოცნებას" საკითხზე სუბიექტური ინტერესი არ გააჩნია — თალაკვაძე ამნისტიაზე
- თუ არ იღებს გირაოს, როგორ მიიღებს ქართული ოცნების მხრიდან გაცემულ ამ მოწყალებას — კობახიძე მელიაზე
- ამნისტია არ ეხებათ ანგელოზებს, ამნისტია ეხებათ სავარაუდო დამნაშავეებს — ოხანაშვილი
- ფაქტობრივად, უნდა შევიწყალოთ ნიკა მელია, პატიების აქტია პარლამენტის — პაპუაშვილი
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები