თურქეთი საქართველოსთვის კვლავ მთავარი სავაჭრო პარტნიორია — რას ვყიდულობთ მეზობელი ქვეყნისგან
საგარეო ვაჭრობის მონაცემების მიხედვით, თურქეთი საქართველოსთვის კვლავ მთავარი სავაჭრო პარტნიორია. 2021 წლის პირველ კვარტალში მეზობელი ქვეყნისგან 343 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი ვიყიდეთ, რაც მთლიანი იმპორტის 17,6%-ია. უნდა აღინიშნოს, რომ იანვარ-მარტის მდგომარეობით, საექსპორტო ბაზრებს შორის ჩინეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი ლიდერობენ, თუმცა სავაჭრო ბრუნვის მიხედვით (ექსპორტისა და იმპორტის ჯამი), იმპორტის ხარჯზე, თურქეთი მთავარ სავაჭრო პარტნიორად ითვლება.
ასეთია იმ ტოპ-10 სასაქონლო ჯგუფის ჩამონათვალი, რომელიც 2021 წლის პირველ კვარტალში თურქეთისგან ვიყიდეთ:
- ელექტროტექნიკური მანქანა-მოწყობილობები და მათი ნაწილები — $49,5 მილიონი, კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან — 9,5%;
- არაძვირფასი ლითონები და მათი ნაწარმი — $47,6 მილიონი, კლება — 17,2%;
- ტექსტილის მასალები და ნაწარმი — $40,7 მილიონი, ზრდა — 0,9%;
- მიწისზედა სატრანსპორტო საშუალებები და მათი ნაწილები — $40 მილიონი, ზრდა — 178,8%;
- ქიმიური და ფარმაცევტული პროდუქცია — $34,7 მილიონი, კლება — 13,3%;
- პლასტმასები, რეზინი და მათი ნაწარმი — $32,6 მილიონი, ზრდა — 0,9%;
- მინერალური პროდუქტები — $16,7 მილიონი, ზრდა — 3,5%;
- მცენარეული წარმოშობის პროდუქტები — $14,8 მილიონი, კლება — 11,8%;
- ბოჭკოვანი და ცელულოზური მასალების ნაწარმი — $13 მილიონი, კლება — 8,6%;
- სხვადასხვა სამრეწველო საქონელი — $12 მილიონი, კლება — 32,9%;
გარდა ამისა, მიმდინარე წლის პირველ-სამ თვეში თურქეთიდან 41,6 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი იმპორტირდა.
სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის იანვარ-მარტში, გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, თურქეთიდან იმპორტირებული საქონლის ღირებულება 6,6 მილიონი დოლარით შემცირდა, ხოლო ექსპორტის მოცულობა 64 მილიონი დოლარით გაიზარდა.
რაც შეეხება ექსპორტისა და იმპორტის მთლიან მოცულობას, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ექსპორტი გაიზარდა, ხოლო იმპორტი შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდიანარე წელს 5,3%-ით მეტი საქონელი გავყიდეთ, ხოლო 2,4%-ით ნაკლები ვიყიდეთ.
როგორც წესი, ექსპორტის ზრდა ეკონომიკისთვის დადებითი მოვლენაა, რადგან ვაჭრობის ამ მიმართულებით განვითარებას ქვეყანაში მეტი უცხოური ვალუტის შემოდინება შეუძლია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კრიზისის პირობებში იმპორტის კლება ცალსახად დადებითად ვერ შეფასდება, ვინაიდან, შესაძლებელია, ის ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან სამომხმარებლო საქონელზე მოთხოვნის კლებას უკავშირდებდეს — როგორც წესი, ეს მაშინ ხდება, როდესაც ადამინებს კონკრეტული პერიოდისთვის უფრო ნაკლები რაოდენობის საქონლის ყიდვის შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე მანამდე.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები