თუკი ის გირაოთი გამოსვლას თანხმდება, რატომ აწვალებს ევროკავშირს, გადაიხადოს თავად — პაპუაშვილი მელიაზე
ქართული ოცნების დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას დამოკიდებულება არასერიოზულია და თუ ის გირაოს გადახდაზე თანხმდება, თავად უნდა გადაიხადოს და არ უნდა დაელოდოს ევროკავშირს.
"დიდი ხანია უკვე, ნიკა მელია, ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო გასული არიან ყოველგვარი რაციონალური და რამე ასეთი დამოკიდებულებისგან. ჩვენ ვნახეთ, რომ ჩაეშალათ მათ მთელი მცდელობა დესტრუქციის. შედგა შეთანხმება შარლ მიშელის ინიციატივით. ახლაც ცდილობენ, რომ რამენაირად ეს შეთანხმების აღსრულება ჩაშალონ. ამის ნაწილია დღეს ეს [ნიკა მელიას] განცხადებაც. თუკი გირაოს თანხმდება ევროკავშირის, თავად რატომ არ იხდის ამ გირაოს, მე ვერ ვხვდები. მაგალითად, ამაზე პასუხი ჰქონდა ვინმეს? რომ თუკი თანახმაა, რომ გირაოთი გამოვიდეს, რაღატო ელოდება, რომ ევროკავშირმა გადაიხადოს გირაო? [...] ნიკა მელია რომ თანხმდება გირაოს, ეს იმის აღიარებაა, რომ ის რომ ამბობდა, რომ არ გადავიხდიო, არ იყო სწორი. [...] თუკი ის გირაოთი გამოსვლას თანხმდება, რატომ აწვალებს ევროკავშირს, გადაიხადოს თავად", — განაცხადა მან.
დღეს, 26 აპრილს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ის მზადყოფნას გამოთქვამს ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოთი გათავისუფლებაზე, იმ შემთხვევაში, თუ ამნისტიის კანონს უკან გაითხოვენ.
დოკუმენტში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით შემუშავდა წერია, რომ მხარეებმა ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, "პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად" აღქმულ ორ საკითხზე რეაგირება უნდა მოახდინონ ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს.
ამნისტიის საკითხს მოყვა არაერთი კითხვა იმაზე, თუ ვის შეეხება ეს კანონი. კერძოდ, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილი წინააღმდეგია, რომ ის გავრცელდეს სამართალდამცავები უწყების წარმომადგენლებზეც, რომლებიც აქციის დაშლაში მონაწილეობდნენ. პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამნისტიის კანონი ზუსტად იმ პირობებით მიიღება, რაც შეთანხმებაშია. მისი თქმით, ქართულ ოცნებას ამ საკითხზე "არავითარი სუბიექტური ინტერესი" არ გააჩნია.
27 აპრილს, სამშაბათს, ოპოზიცია პარლამენტში შევა იმისთვის, რომ ამნისტიის შესახებ კანონი დაარეგისტრიროს. ამნისტია შეეხება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას. პროექტის დარეგისტრირების შემდეგ, ამავე დღეს პრეზიდენტი გიორგი რურუას შეწყალების აქტს გამოსცემს.
გაიგეთ მეტი:
- ჩემი პოზიციაა, რომ თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამნისტია უნდა შეეხოს ყველას — კალაძე
- თავი შევიკავოთ წინასწარი დასკვნებისგან, ამნისტიის კანონზე უამრავი მცდარი ინტერპრეტაცია ვრცელდება — ვაშაძე
- საია მოუწოდებს პარტიებს, არ დააინიცირონ პროექტი, რომლითაც ამნისტია სამართალდამცავებსაც შეეხებათ
- ამნისტია არ ეხებათ ანგელოზებს, ამნისტია ეხებათ სავარაუდო დამნაშავეებს — ოხანაშვილი
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები