ქართველი ქალი ავტორების ახალი და ცნობილი რომანები, რომლებიც ამ უქმეებზე უნდა წაიკითხო
ისტორიას, რომლის შექმნასაც არცთუ იშვიათად მიაწერენ კაცებს, სინამდვილეში ქალები გვიყვებიან და ხშირად გამორჩეულ კვალსაც ტოვებენ. ასეა ხელოვნებაშიც. ლიტერატურაში ეს კვალი შეუმჩნეველი და გაუმჟღავნებელი არასდროს რჩება.
გემოვნებიანი, მოაზროვნე და კარგად დაკვირვებული მკითხველი არასდროს იტყვის, რომ არსებობს ადგილი ლიტერატურის ჯადოსნურ სამყაროში, რომლის დაპყრობაც მხოლოდ მწერალ კაცს შეუძლია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქალ მწერლებს უბრძოლველად ჩაუვარდათ ხელში დამსახურებული აღიარება. ქალები საუკუნეებია იბრძვიან არამხოლოდ უცხოეთში, ასევე საქართველოშიც, რომ თაობებს უკეთესი მომავალი შეუქმნან.
"თავის დროზე ეკატერინე გაბაშვილს, კატო მიქელაძეს რომ არ ებრძოლათ, არ ჰქონოდათ ეს ჟინი, არ გვექნებოდა ის, რაც დღეს გვაქვს. თუნდაც ის, რომ შარვალს ვიცვამთ, ავტომობილს ვმართავთ. კაცები, როგორც პრივილეგირებულები, საერთოდ ვერ იგებენ ზოგიერთ პრობლემას, რადგან მათთვის აქტუალური არ არის", — თქვა თამთა მელაშვილმა On.ge-სთან ინტერვიუში გასული წლის მიწურულს, როცა მებრძოლ ქართველ ქალებზე გვესაუბრებოდა.
იმის მიუხედავად, რომ ქალ მწერლებს დღესაც კი უწევთ ბრძოლა, მათთვის არ არსებობს მიუწვდომელი განზომილება, სადამდეც მკითხველის გულებიდან სიმებს ვერ გააბამენ. ისინი გვამოგზაურებენ დროში, მოგვატარებენ სამყაროს კიდეებს და ამასთან ერთად, აღწერენ რეალობას ისეთი სიზუსტითა თუ ემოციით, რომ მკითხველმა შეიძლება იფიქროს კიდეც, რომ ავტორი მის გრძნობებსა თუ ცხოვრებას დიდი ხანი აკვირდებოდა.
ამ სტატიაში მოგიყვებით მწერალი ქალების იმ წიგნებზე, რომელთაც მკითხველი დიდი ინტერესით ელოდებოდა. სულაკაურის გამომცემლობამ ეს წიგნები ახლახან გამოსცა.
თამთა მელაშვილი: გათვლა
"მგონია, რომ ის საუკეთესო ამბავია ომზე, რომელიც ქართულ ლიტერატურაში აქამდე შექმნილა", — ასე აფასებს On.ge-ის მიმომხილველი წიგნს. გათვლა თამთა მელაშვილის სადებიუტო წიგნია, რომელიც 11 წლის წინ გამოვიდა და ავტორს ლიტერატურული პრემია არგუნა, მომდევნო წლებში კი საერთაშორისო აღიარებაც მოუტანა.
წიგნში კონფლიქტურ ზონაში მყოფ 13 წლის გოგოებს ვეცნობით და მართალია, უცნობია მოქმედების დრო თუ ადგილი, მიზანი ერთია: მათი გადარჩენა. წიგნი გვახსენებს, რომ ომს და ძალადობას გამართლება არასდროს აქვს.
გათვლა ხელმეორედ გამოსცა სულაკაურის გამომცემლობამ განახლებული ყდით და თუ ის ჯერ არ წაგიკითხავთ, ამის გამოსასწორებლად შესანიშნავი მიზეზი გაქვთ. ცოტა ხნის წინ წიგნი On.ge-ის მკითხველმა მათ საყვარელ თანამედროვე რომანებს შორის დაასახელა.
ეკატერინე ტოგონიძე: შინ-შენ
ეკატერინე ტოგონიძის პირველი რომანი ასინქრონი 2014 წელს გამოვიდა. მოთხრობების კრებულის შემდეგ, მწერალმა სულ რამდენიმე, მაგრამ რჩეული რომანებით დაგვაჯილდოვა. მის წერის სტილზე შეყვარებულებს ეკატერინე ახალ რომანს სთავაზობს.
შინ – შენ ასე ჰქვია მის ახალ რომანს. წიგნი ერთი ქალის ბრძოლებზე გვიამბობს, რომელიც დასრულებული ურთიერთობის შემდეგ შვებას ხელოვნებაში პოულობს. ერთი შეხედვით პარალელურ რეალობაში ის თავიდან ეცნობა სამყაროს და საკუთარ თავთან დასაბრუნებელ ბილიკსაც პოულობს.
ეკატერინე ტოგონიძე ბერლინის ლიტერატურული კოლოკვიუმის ორგზის სტიპენდიატი და პრემია საბას ლაურეატია. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ჩეხურ, რუსულ და აფხაზურ ენებზე.
ზაირა არსენიშვილი: რეკვიემი
ქართველმა მკითხველმა ზაირა არსენიშვილი სათანადოდ მისი სიკვდილის შემდეგ გაიცნო და შეიყვარა. მისი რომანი ვა, სოფელო სწორედ იმის მაგალითია, თუ როგორ შთამბეჭდავად გადმოსცემს კაცების დაწერილ ისტორიას ქალი მწერალი.
ამჯერად სულაკაურის გამომცემლობა მკითხველს ზაირა არსენიშვილის პირველ რომანს სთავაზობს: რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისთვის, ანუ ახალგაზრდა მკითხველის პორტრეტი.
წიგნი მე-20 საუკუნის შუა წლებზე მოგვითხრობს, როცა სტალინის რეპრესიებიდან თითქმის 25 წელია გასული. ახალგაზრდა მევიოლინე ცდილობს გაიგოს, როგორ ცხოვრობდნენ მისი კოლეგა მუსიკოსები სისხლიანი რეპრესიების დროს და ინფორმაციას თვითმხილველებისგან აგროვებს. ის ცდილობს აღადგინოს სურათი, თუ რით სუნთქავდნენ ისინი, რა იმედებით ცოცხლობდნენ, რა გეგმები ჰქონდათ, როგორ უყვარდათ და როგორ სძულდათ...
თუმცა, მევიოლინეს გონება ადამიანის ბუნების გამოცნობასაც ცდილობს: შეიძლება მუსიკოსების დასაპატიმრებლად აღარ მოდიან შუაღამისას, მაგრამ შეიცვალა კი თავად ადამიანის ბუნება?
ელენე ჯაფარიძე: დამალობანა
წიგნი მალე გამოვა.
მცირე რომანი დამალობანა ელენე ჯაფარიძის პირველი ნაბიჯია მხატვრულ ლიტერატურაში და მას სულაკაურის გამომცემლობა მკითხველს რამდენიმე კვირაში შესთავაზებს.
სადებიუტო რომანში მკითხველი 8 წლის ანიკოს გაიცნობს, რომელიც იძულებით ტოვებს აფხაზეთს დედასთან და პატარა ძმასთან ერთად. პატარა გოგონას ცხოვრება სავსეა ტკივილით, შიშით, უსამართლობით, სიყვარულით და მიუხედავად მძიმე წარსულისა, უზარმაზარი იმედით. რომანში ვეცნობით მისი ცხოვრების გზას, რომელიც უცხო ქვეყანაში გრძელდება, ხოლო მომავალში ისევ აღმოვაჩენთ იმ თვისებებს, რომელიც პატარაობიდან შემორჩა.
ელენე ჯაფარიძე საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორია ფსიქოლოგიის დარგში და, უკვე დიდი ხანია, აქტიურად მუშაობს ქალთა და ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე.
სულაკაურის გამომცემლობა კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს აანონებს, ნანა ექვთიმიშვილის მსხლების მინდორი, რომელიც წელს საერთაშორისო ბუკერის პრემიის გრძელ სიაში მოხვდა, მალე წიგნის მაღაზიებს განახლებული ტირაჟითა და ყდით დაუბრუნდება.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
კომენტარები