Sinopharm-ით აცრა დამატებით დაწესებულებებში, მათ შორის, ამბულატორიებშიც დაიწყება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით გაიზრდება იმ სამედიცინო დაწესებულებების რაოდენობა, სადაც Sinopharm-ით აცრა იქნება შესაძლებელი.
"პრაქტიკულად, იმ ადგილების რაოდენობა რომელიც იყო გამოყოფილი, განსაკუთრებით თბილისში, შეივსო Sinopharm-ზე. ამ კვირაში, მალე ძალიან, დღეს-ხვალ ვიმსჯელებთ და დავამატებთ დამატებით დაწესებულებებს", — განაცხადა გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, იქედან გამომდინარე, რომ Sinopharm-ით აცრის შემდეგ გვერდითი მოვლენების რისკი მინიმალურია, მისი გაკეთება ამბულატორიებშიც შესაძლებელია.
"Sinopharm-ით ვაქცინაცია პოლიკლინიკურ დაწესებულებებშიც შესაძლებელია რომ ჩატარდეს, რადგან მასთან დაკაშირებული გვერდითი მოვლენები პროგნოზულად ყველაზე ნაკლებია და პრაქტიკულად არ არის ანაფილაქსიასთან დაკავშირებული რისკები გამოხატული. ამდენად, ამბულატორიულ ქსელში Sinopharm-ის გაკეთება უსაფრთხოდ არის შესაძლებელი", — განაცხადა თამარ გაბუნიამ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4 მაისის Sinopharm-ით ვაქცინა დაიწყო 30 დაწესებულებაში. ხვალიდან, 5 მაისიდან კი მათ კიდევ 44 დაწესებულება დაემატება.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთებაც იყო შესაძლებელი ამბულატორიებში. თუმცა, მას შემდეგ, რაც ახალციხელი ექთანი AstraZeneca-თი აცრის შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკით გარდაიცვალა, მისი გამოყენება მხოლოდ მრავალპროფიულ სტაციონარებში გახდა შესაძლებელი. რაც შეეხება Pfizer-ის ვაქცინას, მისი გამოყენება თავიდანვე მხოლოდ სამი დიდი ქალაქის — თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის — 6 კლინიკაში იყო შესაძლებელი.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები