ქალთა მოძრაობა მოდელების საქმეზე სახელმწიფო უწყებებს მიმართავს
განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები და პირები აღნიშნავენ, რომ Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულზე მოდელები ღირსებისშემლახველ გარემოში მუშაობენ.
ქალთა მოძრაობა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ქართველი მოდელების პროტესტს ეხმიანებიან. რამდენიმე დღის წინ, ქართველი მოდელი, მარიშა ურუშაძე მძიმე სამუშაო პირობებზე ღიად ალაპარაკდა.
"არ გვქონდა ჩამოსაჯდომი ადგილი, არც ტუალეტი იმავე შენობაში (გოგოების ნახევარს მენსტრუაცია ჰქონდა და ზოგიერთ მათგანს ტამპონის გამოცვლა კიბეებზე მოუწია), არ უზრუნველყვეს ტრანსპორტით ჩვენი გადაადგილება, არც კვება და ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ამაში დამნაშავეც არავინ იყო. ანაზღაურებაზე არც კი ვისაუბრებ, რაც ჩვენს შრომასთან შედარებით უბრალოდ სასაცილოა", — დაწერა მოდელმა Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულთან დაკავშირებული ერთ-ერთი გადაღების შესახებ.
მარიშას პროტესტი წინ უძღვის თბილისის Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულს, რომელიც დღეიდან 9 მაისამდე დისტანციურად გაიმართება. მას სხვა მოდელებიც გამოეხმაურნენ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-მა. ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში ორგანიზატორებმა აღიარეს "მთელი რიგი პრობლემების" არსებობა, ამავდროულად კი მოდელების ბრალდებების ადრესატებად სულ სხვა პირები დაასახელეს.
დღეს, 6 მაისს, ქალთა მოძრაობა და კიდევ 20-მდე ხელმომწერი მოდის ბიზნესში დასაქმებულებს სოლიდარობას უცხადებს და სახალხო დამცველსა და შრომის ინსპექციას მოუწოდებს, რომ აღნიშნული პრობლემა შეისწავლონ. არასამთავრობოები ხაზს უსვამენ, რომ ქვეყანაში შრომითი უფლებების სისტემურ რღვევა და უგულებელყოფა პრობლემად რჩება და გამონაკლისი არც მოდის ინდუსტრიაა.
განცხადების ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ სამოდელო სფეროში საქმიანობა სტანდარტული შრომითი საქმიანობაა, რის გამოც, დასაქმებულ მოდელებზე შრომის კანონმდებლობა სრულად ვრცელდება:
"ფაქტია, რომ საქართველოში მოდელები ვერ სარგებლობენ ბაზისური შრომითი უფლებებითაც კი: მათ ძირითად ნაწილს არ აქვს შრომითი ხელშეკრულებები და მუშაობენ არანორმირებული სამუშაო გრაფიკით არაადეკვატური ანაზღაურების სანაცვლოდ, რიგ შემთხვევებში კი - ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე".
ქალთა მოძრაობა და ხელმომწერი ორგანიზაციები და პირები აცხადებენ, რომ მშენებარე ქარხნის ტერიტორიაზე გამართული Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულის ფარგლებში მოდელებს მუშაობა ღირსებისშემლახველ და არასათანადო გარემოში უწევთ:
"არ არიან უზრუნველყოფილი საკვებით, ჰიგიენის დაცვისთვის აუცილებელი პირობებით, ასევე არა აქვთ შესაბამისი სატრანსპორტო უზრუნველყოფა კომენდანტის დროს, რაც დამატებით ქმნის რისკებს უსაფრთხო შრომის გარემოსთან მიმართებით".
განცხადების ავტორები შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავენ სახელმწიფო უწყებებს:
- სახალხო დამცველმა და შრომის ინსპექციის სამსახურმა შეისწავლონ შრომითი უფლებების შესაძლო დარღვევის ზემოაღნიშნული ფაქტები და მოახდინონ რეაგირება მათი უფლებამოსილების ფარგლებში;
- საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი სისტემურად მიუდგეს კულტურის სფეროში, მათ შორის, მოდის ინდუსტრიაში დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის საკითხს და შექმნას შესაბამისი პოლიტიკა უფლებების დარღვევის პრევენციისთვის.
"აბსოლუტურად გაუმიჯნავი და დაურეგულირებელია სამოდელო სააგენტოების, დიზაინერებისა და ჩვენებების ორგანიზატორების ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. აღნიშნულის შედეგად კი ისევ მოდელები ზარალდებიან", — აცხადებენ ისინი.
ხელმომწერები:
1. ქალთა მოძრაობა;
2. ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველო;
3. ქალები საქართველოდან;
4. ახალგაზრდა ფემინისტები;
5. გილდია;
6. ქალთა ფონდი საქართველოში;
7. საფარი;
8. ქალთა საინფორმაციო ცენტრი;
9. სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი;
10. ქალი და რეალობა;
11. GrlzWave;
12. კავშირი ფრეია;
13. საქართველოს შემეცნებითი ცენტრი;
14. ფემინა;
15. საორსა;
16. მოძრაობა ცვლილებისთვის;
17. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის;
18. ანა ნაცვლიშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი;
19. ხათუნა სამნიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები