რუსთავი 2-ის უძრავ ქონებას ყადაღა დაედო — დვალი-აქიმიძის ადვოკატი
სასამართლო განჩინებით რუსთავი 2-ის უძრავ ქონებას ყადაღა დაედო. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანიის დამფუძნებლების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატი, კახა კოჟორიძე ავრცელებს.
"ყადაღა დაედო მიწის ნაკვეთებსა და მათზე არსებულ ყველა შენობა-ნაგებობას. აქამდე, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, დაყადაღებული იყო რ2-ის 60% წილი. ახლა, ასევე დაყადაღდა რ2-ის უძრავი ქონება სრულად", — აცხადებს ის.
მისივე თქმით, ისინი ასევე ითხოვდნენ რუსთავი 2-ის მოძრავი ნივთების დაყადაღებასა და ქიბარ ხალვაშისთვის გარკვეული უფლებამოსილებების შეზღუდვას.
"აქიმიძე და დვალი ითხოვდნენ ზუსტად იმ ღონისძიებებს, რაც სასამართლომ ხალვაშის მიერ 2015 წელს შეტანილ სარჩელზე გამოიყენა. მიუხედავად ამისა, რ2-ის დამფუძნებელთა მიმართ სასამართლომ კვლავ შერჩევითად იმოქმედა და ამ ნაწილში მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდება კანონით დადგენილი წესით", — წერს ადვოკატი.
რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ On.ge-ს განუცხადა, რომ მას ჯერ ეს განჩინება არ ჩაჰბარებია, თუმცა მისი თქმით, არხი საქმიანობას ყადაღის პირობებშიც გააგრძელებს.
"როგორც იცით, ყადაღა ჩვენი მისვლიდან 2-3 კვირაში დაედო მთელ ქონებას და ასევე, გირვანობა, იპოთეკა ედო მთელს ქონებას, შესაბამისად, მთლიანი ქონება რუსთავი 2-ის უძრავი, მოძრავი თუ სხვა ტიპის არის დატვირთული სხვადასხვა უზრუნველყოფის ღონისძიებით. შესაბამისად, ვახერხებდით ამ პირობებში არსებობას, ვმუშაობდით და გავაგრძელებთ ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას", — თქვა მან.
17 მარტს On.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსთავი 2 და Prime Time ჰოლდინგად ყალიბდებოდა. თუ კომუნიკაციების კომისიის მიერ 15 მარტს გავრცელებულ დოკუმენტს დავეყრდნობით, მედია ჰოლდინგის 90 აქციას Prime Time ფლობს, 10-ს რუსთავი 2, თუმცა როგორც სალია ამბობს, წილები საბოლოოდ გადანაწილებული არ არის.
მედია ჰოლდინგის შექმნას გამოუეხმაურნენ რუსთავი 2-ის დამფუძნებლები, ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალიც. 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე ადვოკატმა, კახა კოჟორიძემ განაცხადა, რომ მათ "მოწინააღმდეგე მხარე კანონდარღვევით, თვალთმაქცური და კანონსაწინააღმდეგო გზებით" ცდილობს რუსთავი 2-ის საკუთრება "გადამალოს".
"როგორც ჩანს, ჩვენმა მოწინააღმდეგე მხარემ, ხალვაშმა და მის უკან მდგომმა ადამიანებმა დაინახეს რეალური საშიშროება, რომ ჩვენი სარჩელის მყარი სამართლებრივი საფუძველი არსებობს და ამიტომაც გადაწყვიტეს, კანონდარღვევით, თვალთმაქცული, კანონსაწინააღმდეგო და რიგ შემთხევვაში, სავარაუდოდ, დანაშაულებრივი გზებით გადამალონ რუსთავი 2-ის საკუთრება, უძრავი, მოძრავი და სხვა ქონება. რუსთავი 2-ს გაუუქმეს ავტორიზაცია და დღეის მდგომარეობით, ამ სახელით მაუწყებლობს არა ტელეკომპანია, არამედ მედიაჰოლდიგნი", — თქვა მან.
სალიამ ჩვენთან საუბრისას ხაზი გაუსვა, ტელეკომპანიის დამფუძნებლების ბრალდებებს ქონების გადამალვასთან დაკავშირებით და თქვა, რომ არაფერი გადამალული არ არის და ყველაფერი, რასაც ყადაღა დაედო, ისევ რუსთავი 2-ის საკუთრებაა. მისი თქმით, Prime Time-თან ჰოლდინგის შექმნა არა ქონების გადამალვისთვის, არამედ არხის გაძლიერებისთვის მოხდა.
"რაც შეეხება წილების განაწილებას ეს პირობითია. მოგეხსენებათ, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვერაფერს ვერ ვთავაზობთ Prime Time-ს გარდა დაყადაღებული ქონებისა, რომელიც ხვალ და ზეგ შეიძლება აღარ იყოს რუსთავი 2-ის და კრედიტორმა წაიღონ, მათაც გარკვეული გარანტიები სჭირდებათ, რომ მოიზიდონ თანხები, ჩადონ ისეთ კომპანიაში, რომელსაც ხვალ შეიძლება პრობლემები დაუდგეს.
ახლა მიმდინარეობს დიდი ოთხეულის ერთ-ერთი კომპანიის მიერ შეფასება იმ შენატანებისა, რაც რუსთავი 2-მა უნდა განახორციელოს ან უკვე განახორციელა და რა უნდა შემოიტანოს Prime Time-მა. ეს დროში გაწელილი პროცესია, უბრალოდ საჭირო იყო რაღაც ნაბიჯების გადადგმა, რომ არ შეფერხებულიყო მაუწყებლობა", — თქვა მან.
რუსთავი 2-ის საქმე
ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტს 2004-2006 წლებში ფლობდა, დავა ტელეკომპანიის დასაბრუნებლად 2015 წლის აგვისტოში წამოიწყო და ეს საქმე საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში 20 თვეში მოიგო. უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით არხი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.
2004 წლის ზაფხულში, ხალვაშმა რუსთავი 2-ის 10%-იანი წილი ნიკა ტაბატაძისგან შეიძინა, 30%-იანი ეროსი კიწმარიშვილისგან და 60%-იანი ვინმე პაატა კარსანიძისგან. კარსანიძეს რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტი, მას შემდეგ ჩაუვარდა ხელში, რაც ხელისუფლების ზეწოლით, თავიანთი 30-30%-იანი წილები, ტელევიზიის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ იძულებით გადაუფორმეს.
ხალვაში ტელეკომპანიას ორი წლის მანძილზე მართავდა. 2006 წელს, სააკაშვილსა და ოქრუაშვილის შორის მომხდარი ცნობილი დაპირისპირების შემდეგ, მას სხვა ბიზნესებთან ერთად რუსთავი 2-ც ჩამოართვეს. საბოლოოდ, 2011 წელს, კომპანიის მფლობელები შპს საქართველო და ყარამანიშვილები გახდნენ.
2016-2017 წლებში, საქართველოს სასამართლოებში გამარჯვების შემდეგ, ხალვაშმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიის 50%-ს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადასცემს, როგორც წინა ხელისუფლებისგან დაზარალებულ აქციონერებს. მან დვალს ტელეკომპანიის დირექტორობაც შესთავაზა. თუმცა, ადგილობრივი და საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ, დვალმა განაცხადა, რომ ის რუსთავი 2-ში ცენზორად არ დაბრუნდება და ხელისუფლების მორჩილი, პარტიული ტელევიზიის წილები მას არ აინტერესებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსთავი 2-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაშია და საქართველოს სასამართლოებმა ყველა ინსტანციაზე კანონიერი გადაწყვეტილება მიიღეს. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების დროებითი მექანიზმი. ამ მექანიზმით, 2017 წელს ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წილები ვერ გადაიფორმა.
წაიკითხეთ ასევე:
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები