თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი — კიდევ ვისთან ვაჭრობს საქართველო
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში პარტნიორ ქვეყნებთან 3,93 მილიარდი დოლარის საქონელზე ვივაჭრეთ. აქედან 2,73 მილიარდი დოლარის პროდუქცია იმპორტირდა, ხოლო 1,2 მილიარდი დოლარის საქონელი უცხოეთში გავყიდეთ — აღსანიშნავია, რომ იანვარ-აპრილში ექსპორტისა და იმპორტის მოცულობა გაიზარდა.
საქართველოს სამი მთავარი სავაჭრო პარტნიორი კვლავ თურქეთი, რუსეთი და ჩინეთია. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ამ სამ ბაზარზე 463 მილიონი დოლარის საქონელი გავყიდეთ, ხოლო იმპორტის მოცულობამ 1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ასეთია იმ 10 ქვეყნის ჩამონათვალი, რომელთანაც 2021 წლის იანვარ-აპრილში ყველაზე მეტად ვივაჭრეთ:
- თურქეთი — ექსპორტი $105 მილიონი, იმპორტი — $491 მილიონი;
- რუსეთი — ექსპორტი $160 მილიონი, იმპორტი — $317 მილიონი;
- ჩინეთი — ექსპორტი $199 მილიონი, იმპორტი — $227 მილიონი;
- აზერბაიჯანი — ექსპორტი $152 მილიონი, იმპორტი — $183 მილიონი;
- აშშ — ექსპორტი $38 მილიონი, იმპორტი — $181 მილიონი;
- უკრაინა — ექსპორტი $98 მილიონი, იმპორტი — $121 მილიონი;
- სომხეთი — ექსპორტი $54 მილიონი, იმპორტი — $149 მილიონი;
- გერმანია — ექსპორტი $19 მილიონი, იმპორტი — $135 მილიონი;
- ბულგარეთი — ექსპორტი $86 მილიონი, იმპორტი — $41 მილიონი;
- იტალია — ექსპორტი $10 მილიონი, იმპორტი — $73 მილიონი;
იანვარ-აპრილში უცხოურ ბაზრებზე ყველაზე მეტად სპილენძის მადნები და კონცენტრატები ($264 მილიონი), მსუბუქი ავტომობილები ($125 მილიონი) და ფეროშენადნობები ($111 მილიონი) გავყიდეთ. რაც შეეხება იმპორტს, უცხოეთიდან ყველაზე დიდი რაოდენობით მსუბუქი ავტომობილები ($245 მილიონი) და ნავთობპროდუქტები ($197 მილიონი) შემოვიდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ უცხოეთში გატანილი საქონლის დიდი ნაწილი რეექსპორტია, ანუ იმ ტიპის საქონელი, რომელიც პარტნიორი ქვეყნებისგან შემოდის და შემდეგ საქართველოდან ექსპორტირდება.
შეგახსენებთ, რომ პირველ ოთხ თვეში ექსპორტის მოცულობის წლიური ზრდა 19,6%, ხოლო იმპორტის 10,1% იყო. ამგვარი მატება, პირველ რიგში, იმით არის გამოწვეული, რომ საქართველოს ეკონომიკამ ერთ-ერთი პირველი დარტყმა სწორედ 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში მიიღო, როდესაც საგარეო ვაჭრობის მონაცემები მკვეთრად შემცირდა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიმდინარე წლის ექსპორტის მაჩვენებლები 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც გაუმჯობესებულია — იანვარ-აპრილში, 2019 წლის პირველ ოთხ შედარებით, უცხოეთში ექსპორტზე 5,3%-ით მეტი საქონელი გავიდა.
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
კომენტარები