თუ არ ხარ მამრობითი სქესის, ჰეტეროსექსუალი, მართლმადიდებელი და ა.შ, გიყურებენ ზემოდან — ჯაფარიძე
გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ "თუ არ ხარ მამრობითი სქესის, ჰეტეროსექსუალი, მართლმადიდებელი და ა.შ,\", საქართველოში ზემოდან გიყურებენ. ამის შესახებ მან On.ge-ის ინსტაგრამ ლაივში, დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
"მე მჯერა, რომ სიმართლის ლაპარაკით გვარდება საბოლოოდ ეგეთი რაღაცები. სიმართლე არის ის, რომ ამ ქვეყანაში აზერბაიჯანელებს და არამხოლოდ აზერბაიჯანელებს მეორეხარისხოვან ადამიანებად თვლიან ვიღაცები. მარტო აზერბაიჯანელებზე არ არის ლაპარაკი რა. თუ არ ხარ მამრობითი სქესის, ჰეტეროსექსუალი, მართლმადიდებელი და ა.შ, დანარჩენი, ვინც არ უნდა იყო, გიყურებენ ზემოდან და მათ შორის, ეს ყველაფერი არის წახალისებული ისევ და ისევ საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან. ეგ მგონია ფუნდამენტური პრობლემა, როცა იმ ადამიანებს, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან, ისე უყურებენ, როგორც მეორეხარისხოვან მოქალაქეებს", — განაცხადა მან.
ჯაფარიძის თქმით, სანამ იქნება მიდგომა, რომ ეს ქვეყანა მხოლოდ ეთნიკურად ქართველებს ეკუთვნით, პრობლემები სულ იარსებებს.
"ეს ქვეყანა ან გადარჩება როგორც მულტიეთნიკური, მულტიკონფესიური და ა.შ. და საბოლოო ჯამში ლიბერალური დემოკრატია იქნება, როგორც სისტემა, ან ვერ გადარჩება. მარტო უკანასკნელი ათწლეულების გამოცდილებას რომ გადახედოთ, ეგეც აჩვენებს მაგას. ჩვენ თუ წავალთ და იგივე შეცდომებს დავუშვებთ, რომ ეს ქვეყანა მარტო ეთნიკურად ქართველების არის და ა.შ., დედა გვეტირება, როგორც არაერთხელ გვეტირა უახლოეს ისტორიაში", — განაცხადა ჯაფარიძემ.
დმანისში ადგილობრივებს შორის დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე დაიწყო. არსებული ინფორმაციით, დმანისში მცხოვრები რამდენიმე ეთნიკურად ქართველი მაღაზიაში პროდუქტს იღებდა, მაგრამ ფულს არ იხდიდა. 16 მაისს კი მეპატრონემ, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელია, ამაზე უარი უთხრა, რამაც დაპირისპირება გამოიწვია. კონფლიქტის პირველ დღეს ათეულობით ადამიანმა ერთმანეთს ხელკეტებით სცემა. ეს გაგრძელდა მომდევნო დღესაც და უფრო მასშტაბური სახე მიიღო.
17 მაისს, დმანისში ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით ადგილობრივებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ შერიგდნენ და ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
გაიგე მეტი:
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები