ზალკალიანის მტკიცებით, საგარეოს გამოხმაურებაში ბელარუსი ჟურნალისტის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ იყო მოწოდება
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მინსკის საერთაშორისო აეროპორტში ოპოზიციონერი ბელარუსი ჟურნალისტის დაკავებაზე "მყისიერად გააკეთეს რეაგირება". მისი მტკიცებით, დაუყოვნებლივ მოუწოდეს, რომ ყველა ადამიანი, ვინც უკანონოდ იყო დაკავებული, გათავისუფლებულიყო.
"ჩვენ მყისიერად გავაკეთეთ რეაგირება, დაუყოვნებლივ მოვუწოდეთ, რომ ყველა ადამიანი, ვინც მაშინ იყო იქ უკანონოდ დაკავებული, ყოფილიყო გათავისუფლებული. რა თქმა უნდა, გულისხმობდა იმ ადამიანს, ვის გამოც მოხდა თვითმფრინავის დაბრუნება და რა თქმა უნდა, ჩვენ შევუერთდით ევროკავშრის განცხადებას.
მინდა, თქვენ იხილოთ ევროკავშრის განცხადება, რომელიც იქნა მიღებული სწორედ ამ ინციდენტთან დაკავშირებით, სადაც პირდაპირ არის საუბარი საერთაშრისო სამართლის ნორმების დარღვევაზე და საქართველო არის თანამონაწილე და ჩვენ ამ განცხადების ხელმომწერი ვართ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად ვიქნებით ჩვენი ევროპელი პარტნიორების გევრდით, იმისთვის, რომ დაცული იყოს ფუნდამენტური უფლება, რაც არის ადამიანის უფლებები", — თქვა მან.
23 მაისს ათენიდან ვილნიუსისკენ მიმავალი Ryanair-ის თვითმფრინავი მინსკის აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბორტზე ასაფეთქებელი. საბოლოოდ შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა. ბელარუსის თავზე კი თვითმფრინავს სამხედრო გამანადგურებელი MiG-29 დაყვებოდა.
მგზავრებს შორის ოპოზიციური ტელეგრამარხის Nexta-ს ხელმძღვანელი, რომან პროტასევიჩი, რომლის წინააღმდეგაც ბელარუსში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მასობრივი არეულობის ორგანიზებას ედავებიან. პროტასევიჩი და მისი შეყვარებული, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა აეროპორტში დააკავეს. შვიდსაათიანი დაკავების შემდეგ კი ლაინერი ვილნიუსში ჩავიდა.
ევროპული ქვეყნების დიდმა ნაწილმა თვითმფრინავის დაშვება სწორედ პროტასევიჩის დაკავებას დაუკავშირა. ლიეტუვამ თავის მოქალაქეებს მოუწოდა ბელარუსის დატოვებისკენ და განაცხადა, რომ ბელარუსის საჰაერო სივრციდან რეისების მიღებასა და გაგზავნას წყვეტს. ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას გეგმავს უკრაინა.
დაკავებიდან თითქმის ერთი დღის თავზე ბელარუსის სახელმწიფო მედიებმა პროტასევიჩის ვიდეო გაავრცელეს, სადაც ის აცხადებდა, რომ აღიარებით ჩვენებას აძლევდა. ასევე, აცხადებდა, რომ თავს კარგად გრძნობდა და მინსკის იზოლატორში იმყოფებოდა.
მომხდარს 24 მაისს გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტროც. "მათი იძულებით დაკავება სრულიად მიუღებელია", — მხოლოდ ამ განცხადებით შემოიფარგლა უწყება. ზალკალიანი კი ამტკიცებს, რომ ტვიტში გათავისუფლებისკენ მოწოდებაც იყო.
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები