პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ქართული ოცნების ვერსიას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ქართული ოცნების ვერსიას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
საქართველოს პარლამენტში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტია დარეგისტრირებული — ერთი ოპოზიციის და ერთიც მმართველი პარტიის. მხარეები ცდილობდნენ პოზიციების დაახლეობას, თუმცა ვერ შეთანხმდნენ. ქართული ოცნების დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი ამნისტიის კანონპროექტზე ვერ შეთხმებას ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეუთანხმებლობას, კერძოდ, კი პარტია ლელოს პოზიციას უკავშირებს. ოხანაშვილის თქმით, ლელოს წარმომადგენლები ისეთ კატეგორიულ საკითხებსა და მოთხოვნებს აყენებენ, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილ ამნისტიის კანონის არსს პირდაპირ არღვევს.
ქართული ოცნების კანონპროექტის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე — ეს კანონპროექტის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტია.
ამავე მუხლის მიხედვით, ამნისტია ვრცელდება დანაშაულის მომზადების ან მომზადების მცდელობაზეც და პირობით მსჯავრზეც.
კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 144¹-144³ მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, წამებასა და დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.
ქართული ოცნების ვერსიის მიხედვით, ამნისტია გავრცელდება 20 ივნისთან დაკავშირებულ ყველა საქმეზე, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სამი მუხლისა, ხოლო ოპოზიციის კანონპროექტში დაკონკრეტებულია ის მუხლები, რომლებზეც უნდა გავრცელდეს ამნისტია, დანარჩენი ყველა საქმე კი პროექტს მიღმა რჩება (ანუ ამნისტია არ შეეხება), მათ შორის, 20 ივნისის საქმეზე სამომავლოდ შესაძლო დაწყებული გამოძიებები.
კანონპროექტებს შორის კიდევ ერთი განსხვავება ეხება დაზარალებულის თანხმობას. ოპოზიციის პროექტის მიხედვით, იმისთვის, რომ კონკრეტულ სახელმწიფო მოხელეს არასათანადო ქმედებისთვის ამნისტია შეეხოს, ამაზე ამ ქმედებით დაზარალებული ადამიანი უნდა იყოს თანახმა. ქართულ ოცნებაში მიიჩნევენ, რომ დაზარალებულის თანხმობა საჭიროება მხოლოდ სამართალდამცავების წინააღდეგ არსებულ საქმეებში პოლიციელების დისკრიმინაციაა. საპასუხოდ, ოპოზიციონერი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და სამართალდამცველებისთვის განსხვავებული სტანდარტი უნდა არსებობდეს.
"სამართალდამცავები ასრულებდნენ საკუთარ ვალდებულებებს და მოქალაქეები გახდნენ უნებური მსხვერპლი ძალმომრეობის, რომელიც იმ დღეს გამოიჩინა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა. ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის როგორც პოლიტიკურად, ასევე მორალურად და რაც მთავარია, იურიდიულად გამართული არგუმენტი", — განმარტავს სამადაშვილი.
წარდგენილ ორ კანონპროექტს შორის განსხვავებაა არა მხოლოდ დაზარალებულის, არამედ შესაძლო ამნისტირებული პირის თანხმობის საჭიროებაშიც. კონკრეტულად, ქართული ოცნების ვერსიაში წერია, რომ ამნისტია შეეხება მას, ვინც "უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე", ოპოზიციის კანონპროექტში მსგავსი ჩანაწერი არ არის.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები