თუ მართლაც ასეთ რამეს ხედავდა, მაშინ სად იყო? — "ოცნების" დეპუტატი გახარიას განცხადებებზე
ქართული ოცნების დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის თქმით, გიორგი გახარიას გადადგომის დროს გაკეთებული განცხადებები ახლანდელ განცხადებებთან აცდენილია.
"ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ პოლიტიკაში მოსვლა ან გნებავთ, შემობრუნება, ტყუილის და სიცრუის ხარჯზე არის ძალიან ცუდი. ამიტომ ბატონი გახარია იყოს ქვეყნის პრემიერმინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და თუ მართლაც ასეთ რამეს ხედავდა, მაშინ სად იყო ბატონი გახარია? ასევე, ძალიან ცუდი არის როდესაც ბატონი გახარია საუბრობს თავისი გადადგომის მიზეზებზე აბსოლუტურად სხვა მიზეზებს ასახელებს, როცა ჩვენ გვახსოვს მისი ის განცხადებები, რომელიც გადადგომის დროს გააკეთა და არის აცდენილი ერთმანეთთან. ამიტომ მე იმედს ვიტოვებ, რომ გახარია დაუბრუნდება თანმიმდევრულობის რეჟიმს და არ დაადგება, არ გააგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას. სიმართლე გითხრათ, სანამ ბატონი გახარია პრეზენტაციას გამართავდა, მოლოდინი მქონდა, რომ სადღაც მე-3 მე-4 ადგილი ამ არჩევნებში დაეკავებინა მის პოლიტიკურ ძალას, მაგრამ ამ პრეზენტაციის შემდეგ ჩემთვის და ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ნათელი გახდა, ეს შანსები კიდევ უფრო შემცირდა და ალბათ, მე-5 მე-6 ადგილზე თუ გავა", — ამბობს ღუდუშაური.
29 მაისს გიორგი გახარიამ პარტიისა და გუნდის პრეზენტაცია გამართა. პარტიას საქართველოსთვის ჰქვია. 18 თებერვალს ის პრემიერმინისტრობის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა და ეს გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა. მან ახსენა ისიც, რომ გუნდში ამაზე აზრთა სხვადასხვაობა იყო.
22 მარტს გახარია საზოგადოებასთან თანამდებობის დატოვების შემდეგ პირველად გამოჩნდა და თქვა, რომ "არსად წასვლას არ აპირებს, მეტიც, არც პოლიტიკიდან" მიდის. 14 აპრილს კი გახარიას გუნდის ახალმა წევრმა, გიორგი ხოჯევანიშილმა განაცხადა, რომ ისინი მომდევნო არჩევნებისთვის მზადებას დაიწყებენ და შესაბამისად, მონაწილეობასაც მიიღებენ.
ამ ეტაპზე გახარიას გუნდში ქართული ოცნების 6 ყოფილი დეპუტატია. მმართველი პარტიიდან წავიდნენ და ყოფილ პრემიერმინისტრს უერთდებიან: გიორგი ხოჯევანიშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი და შალვა კერესელიძე.
გარდა ამისა, გახარიას პოლიტიკურ პარტიას უერთდებიან NATO-ში საქართველოს ყოფილი ელჩი, ლევან დოლიძე და ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიშვილი.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები