შუქრუთელი ქალის თქმით, ოჯახის წევრის პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებით დაემუქრნენ, დაწყებულია გამოძიება
შუქრუთში აქციების ერთ-ერთი მონაწილე, ვერა კუპატაძე აცხადებს, რომ უცნობი კაცი თავისი რძლის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით დაემუქრა. კუპატაძე, რომელსაც პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი, OC Media-ს უყვება, რომ მან მსგავსი შინაარსის შემცველი ზარი 24 მაისს უცხო ნომრიდან ორჯერ მიიღო.
OC Media წერს, რომ ჩანაწერში, რომელიც მათ ვერა კუპატაძემ მიაწოდა, ისმის როგორ ემუქრება კაცი კადრების გამოქვეყნებით, იმ შემთხვევაში თუ შუქრუთელები პროტესტს არ შეწყვეტენ.
მედიის ინფორმაციით, ქალმა პოლიციას მიმართა და მათ ჩანაწერები მიაწოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.
შუქრუთელებმა პროტესტი მოთხოვნების დაკმაყოფილების მოთხოვნით 2019 წლის სექტემბერში დაიწყეს. პროტესტი გაგრძელდა ნოემბერშიც. მოსახლეობას მაშინ შუქრუთში მდებარე ყველა მაღაროს შესასვლელი ერთ კვირაზე მეტხანს ჰქონდა პარალიზებული.
საპროტესტო აქციები მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც შპს ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლები დაზიანებული სახლების კომპენსაციის გადახედვას დაჰპირდნენ.
ამის შემდეგ შუქრუთის მოსახლეობამ პროტესტი 2020 წლის თებერვალში განაახლა. მოთხოვნები ისევ იგივე იყო. ჯორჯიან მანგანეზის მფლობელობაში არსებული მაღაროების ფუნქციონირება მათ კვლავ შეაჩერეს.
შუქრუთელთა პროტესტს მაშინ გამოეხმაურა სახალხო დამცველი და სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს დაზარალებულთა საცხოვრისისა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების დაცვის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა. ჯორჯიან მანგანეზი ეკოლოგიური და სოციალური ზიანის ნაწილში თავის პასუხისმგებლობას უარყოფს. შუქრუთში რამდენიმე მოქალაქემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა.
წაიკითხეთ ასევე:
-
-
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვახვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ ხვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
-
-
გადახედვაშსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა
-
გადახედვაპაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი, პრეზიდენტის ვეტოს რუსულ კანონზე, შემდეგ სასესიო კვირაში დაძლევს პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი, პრეზიდენტის ვეტოს რუსულ კანონზე, შემდეგ სასესიო კვირაში დაძლევს
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი ფრაზა ქართული ფილმიდან კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ფრაზა ქართული ფილმიდან
-
გადახედვამთავრობა ევროპის ჩემპიონატისთვის 3 000 ავიაბილეთს დაასუბსიდირებს მთავრობა ევროპის ჩემპიონატისთვის 3 000 ავიაბილეთს დაასუბსიდირებს
-
-
გადახედვაირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი მთლიანად დამწვარია — მიიჩნევენ, რომ ყველა მგზავრი დაიღუპა ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი მთლიანად დამწვარია — მიიჩნევენ, რომ ყველა მგზავრი დაიღუპა
-
გადახედვავერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ ვერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
კომენტარები