Alt-info-ს გარდა ნინოწმინდის პანსიონში TV ობიექტივიც შევიდა
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, სადაც სახალხო დამცველს არ უშვებენ, პრორუსული Alt-info-ს გარდა, კიდევ ერთი პროსული TV ობიექტივი და ახალქალაქის ადგილობრივი ტელევიზიაც იყო შესული.
"რაც შეეხება იმას, რომ დაკეტილია ეს სივრცე ტყუილია, იმიტომ, რომ ტელევიზიები შედიან. სამი ტელევიზია იყო შესული და რეპორტაჟები მოამზადეს, იცით ეს? Alt info, ობიექტივი და მესამე ადგილობრივი ახალქალის ტელევიზია", — აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა ფორმულასთან.
TV ობიექტივმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე სიუჟეტი 13 მაისს მოამზადა. Alt-info-ს მსგავსად, სიუჟეტი ეკლესიის დადებითად წარმოჩენას ისახავს მიზნად და ჟურნალისტი პანსიონში "იდეალური პირობების" არსებობას ამტკიცებს.
"მოზარდებისთვის ოჯახური გარემოს შექმნას 30-მდე აღმზრდელ-პედაგოგი ცდილობს, ყველას ხასიათი ზედმიწევნით იციან და ცდილობენ ნიჭის გამოვლენაში მაქსიმალურად დაეხმარონ. [...]
ბავშვები სტუმართმოყვარეობითა და სიხარულით ხვდებიან სხვადასხვა ეპარქიიდან ჩასულ სასულიერო პირებს. დაწესებულებაში სულიერ აღზრდას დიდი ყურადღება ექცევა მოძღვართან მათთვის საინტერესო თემაზე საუბარი ყოველკვირეული ტრადიციაა", — ირწმუნება ჟურნალისტი.
15 აპრილს სახალხო დამცველის წარმომადგენელი საპატრიარქოს ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ ამის მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა. განმარტება გააკეთა თავად სპირიდონმაც და ჰომოფობიური მიზეზი დაასახელა — მისი თქმით, პანსიონში ომბუდსმენის წარმომადგენლებს იმიტომ არ უშვებს, რომ "ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვენ და ასეთებს თავის ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მისცემს".
ამის შემდეგ ორგანიზაციამ პარტიონორობა ადამიანის უფლებებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მთავრობისგან ნინოწმინდის პანსიონში ყველა შესაბამისი უწყების მიერ მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა მოითხოვა. სასამართლოს ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა დააკმაყოფილა გაერომ და შესაბამისად, მთავრობა ვალდებულია, უზრუნველყოს მონიტორინგი.
რაც შეეხება სახელმწიფოს რეაქციას, 14 მაისს, პარლამენტში, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, დეპუტატ დავით სერგეენკოს კითხვის პასუხად თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეურვე-მზრუნველობის ორგანო მონიტორინგს სტანდარტულად ახორციელებს.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მათი წარმომადგენლები 19 მაისს ისევ იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა მონიტორინგის საშუალება კვლავ არ მიეცათ. როგორც ისინი ამბობენ, პანსიონის წარმომადგენლებმა მათთან საუბარი არ ისურვეს და მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, ამჟამად პანსიონში 57 არასრულწლოვანი ირიცხება, მათგან ყველაზე პატარა 5 წლისაა. ომბუდსმენი ამბობს, რომ დაწესებულებაში მონიტორინგის შესაძლებლობა არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს ეძლევა, რომელსაც 2020 წლის ივნისის შემდეგ პანსიონში არ შესულა.
"სახალხო დამცველისადმი სააგენტოს მიერ მოწოდებულ ოფიციალურ კორესპონდენციაში აღნიშნულია, რომ მეუფე სპირიდონი პანსიონში სოციალური მუშაკის ვიზიტების წინააღმდეგია, რაც ადგილზე სოციალურმა მუშაკმაც დაადასტურა".
სახალხო დამცველი წლებია აღნიშნავს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში განხორციელებულმა მონიტორინგებმა ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოკვეთა. პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები, ფაქტობრივად, იზოლირებულები არიან სოციუმიდან და პრობლემურია მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი.
-
გადახედვამშვენიერაძე: Airsoft ვისაც უთამაშია, ხომ ყველა ხვდება რა არის ფოტოზე? სათამაშო იარაღები, რომლებიც პატარა პლასტმასის ბურთებს ისვრის მშვენიერაძე: Airsoft ვისაც უთამაშია, ხომ ყველა ხვდება რა არის ფოტოზე? სათამაშო იარაღები, რომლებიც პატარა პლასტმასის ბურთებს ისვრის
-
გადახედვაუჩა აბაშიძის სახლში ამოღებული იარაღი, ძირითადად, სათამაშოა, ტყვიები კი პლასტმასის — ლია თოდუა უჩა აბაშიძის სახლში ამოღებული იარაღი, ძირითადად, სათამაშოა, ტყვიები კი პლასტმასის — ლია თოდუა
-
გადახედვაათონელის ქუჩაზე, ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა — პრეზიდენტის ადმინისტრაცია ათონელის ქუჩაზე, ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა — პრეზიდენტის ადმინისტრაცია
-
გადახედვასახალხო დამცველის აპარატის განცხადება ბლოგერ და ჟურნალისტ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატის განცხადება ბლოგერ და ჟურნალისტ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით
-
გადახედვაუჩა აბაშიძის დაკავების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს უჩა აბაშიძის დაკავების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაიმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
-
გადახედვაპოლიციამ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეები დააკავა პოლიციამ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეები დააკავა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: ჩელეს დახვდნენ სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ ზურაბ ჯაფარიძე: ჩელეს დახვდნენ სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
-
გადახედვასაია საგამოძიებო უწყებებს მიმართავს: ეს ცალსახად უჩა აბაშიძის დაცვის უფლების შეზღუდვაა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია საია საგამოძიებო უწყებებს მიმართავს: ეს ცალსახად უჩა აბაშიძის დაცვის უფლების შეზღუდვაა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია
-
-
გადახედვაელჩი: ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება — საქართველოსთან ერთად თუ მის გარეშე, დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაზე ელჩი: ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება — საქართველოსთან ერთად თუ მის გარეშე, დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაზე
-
გადახედვამთავრობის წარმომადგენლები ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მიწვევის მიუხედავად, არ მივიდნენ მთავრობის წარმომადგენლები ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მიწვევის მიუხედავად, არ მივიდნენ
-
გადახედვაგოჩა ჯავახიშვილი: მე ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს გოჩა ჯავახიშვილი: მე ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს
-
გადახედვატოივო კლაარი: საით მიდიხარ, საქართველო? ტოივო კლაარი: საით მიდიხარ, საქართველო?
-
გადახედვაკასრაძე: ციხის კადრებმა გადაწყვიტა წინა ხელისუფლების ბედი, მაშინ რასაც აპროტესტებდით, დღეს რატომ არ აპროტესტებთ იმას? კასრაძე: ციხის კადრებმა გადაწყვიტა წინა ხელისუფლების ბედი, მაშინ რასაც აპროტესტებდით, დღეს რატომ არ აპროტესტებთ იმას?
-
გადახედვარუსული კანონის მესამე საკომიტეტო მოსმენა ორშაბათს, 13 მაისს, 9 საათზე დაიწყება რუსული კანონის მესამე საკომიტეტო მოსმენა ორშაბათს, 13 მაისს, 9 საათზე დაიწყება
-
გადახედვანონა ქურდოვანიძე: რა უნდა იცოდეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ან დაგემუქრნენ ნონა ქურდოვანიძე: რა უნდა იცოდეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ან დაგემუქრნენ
-
გადახედვათინა ბოკუჩავა: რუსული მეთოდებით ბრძოლა საკუთარ ხალხთან, დასრულდება ივანიშვილის მარცხით თინა ბოკუჩავა: რუსული მეთოდებით ბრძოლა საკუთარ ხალხთან, დასრულდება ივანიშვილის მარცხით
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო მაისურის ტარების გამო, პოლიციამ მოქალაქეს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა რუსული კანონის საწინააღმდეგო მაისურის ტარების გამო, პოლიციამ მოქალაქეს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა
-
გადახედვა"სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს" — არასამთავროები საერთო განცხადებას ავრცელებენ "სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს" — არასამთავროები საერთო განცხადებას ავრცელებენ
კომენტარები