10 ფილმი და სერიალი, სადაც დროის შეგრძნება საერთოდ დაკარგეს
ფილმების და სერიალების შემქმნელებს ათას რამეზე უწევთ ფიქრი; დეტალებზე ჩაკირკიტებისას არც ისაა გამორიცხული, სრული სურათი გამოგრჩეს და ამის გამო რიგითი მაყურებლისთვისაც კი ადვილად შესამჩნევი შეცდომა დაუშვა. როგორიც, მაგალითად, დროის გარემოების გაუთვალისწინებლობაა.
წარმოგიდგენთ 10 შემთხვევას, როცა რეჟისორებმა და ზოგჯერ ქასთინგ მენეჯერებმაც წლების სვლა სწორად ვერ შეაფასეს, ან, მარტივად რომ ვთქვათ, დროის შეგრძნება დაკარგეს.
1. პიტერ პენის ფილმებში უენდი ლამის უბერებელია
ანიმაციაში პიტერ პენი 2: ნევერლენდში დაბრუნება მოქმედება მეორე მსოფლიო ომის ეპოქაში მიმდინარეობს. მის წინა ნაწილში კი ისტორია 1900 წელს ხდება. თუკი ყველაზე მიახლოებულად ვივარაუდებთ, რომ პირველ ნაწილში უენდი 12 წლისაა, მაშინ მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას, 1939 წელს, ის უკვე 50 წელს გადაცილებული უნდა ყოფილიყო. ამის მიუხედავად, მეორე ნაწილში ის 30 წლის ახალგაზრდასავით გამოიყურება და 10 წლის ასაკზე უმცროსი შვილები ჰყავს.
2. ფორესტ გამპი, ანუ ამ ფილმში ყველა ბერდება — ფორესტის გარდა
ალბათ იტყვით, მსახიობების შეცვლა არ სურდათო, თუმცა, არც ჯენის და არც ფორესტის დედის შემსრულებელი მსახიობები არ შეუცვლიათ. უბრალოდ, ცოტათი გაზრდილ-დაბერებულის იერი მისცეს. ფორესტი კი მარადიულად 16 წლის დარჩა.
3. პარიზელი ემილი აშკარად რაღაცას გვატყუებს
ლილი კოლინზის თქმით, Emily in Paris-ში მისი პერსონაჟი, დაახლოებით, 22 წლისაა. რაც ნიშნავს რომ:
ა) ემილი 9 წლის იყო, როცა თავისი და თავისი მეგობრების საყვარელი სერიალი, Gossip Girl, დაიწყო. ანუ, მშობლებმა უფროს აუდიტორიაზე გათვლილი შოუს ყურების ნება დართეს.
ბ) სამსახურში აყვანამდე სამუშაო გამოცდილებას როგორღაც გადაახტა.
4. Friends-ში ჯოი 31 წლის მანამდე ხდება, სანამ რეიჩელი 30-ისა შესრულდება
არადა, ჯოი სამეგობროს ყველაზე უმცროსი წევრი უნდა ყოფილიყო. Insider-ის ცნობით, პირველ სეზონში ის 25 წლისაა, მონიკა და რეიჩელი კი 26 წლისები არიან. მომდევნო სეზონში რეიჩელი ამბობს, რომ 31 წლისაა, მანამ, სანამ მისი 30-ე დაბადების დღის სერიას ვნახავთ.
5. ჰარი პოტერი და ნახევარპრინცში დამბლდორი ჯუდ ლოუზე ათწლეულებით უფროსს ჰგავს
1937 წელს, ჯადოსნური არსებების ფილმში განვითარებულ მოვლენებამდე 10 წლით ადრე, ალბუს დამბლდორი ტომ რიდლს სტუმრობს ბავშვთა თავშესაფარში. როგორც ზემოთ განთავსებულ სურათებზე ხედავთ, ჯადოქრების სკოლის დირექტორობა დროზე ადრე აბერებს.
6. ასევე ჰარი პოტერში — ჯეიმსი და ლილი სულაც არ არიან შუახნის ხალხი
ფოტო: Warner Bros. Pictures
ფილმების სერიაში ყველგან, სადაც ჰარის გარდაცვლილი მშობლები ჩნდებიან (დაწყებული სილივრუს სარკიდან დამთავრებული აკრძალული ტყით), ისინი, განსაკუთრებით კი ჯეიმსი, შუახნის ხალხივით გამოიყურებიან. არადა, მხოლოდ 21 წლისები იყვნენ, როცა დაიღუპნენ.
7. კიდევ ჰარი პოტერი — არც ლილის და ჯეიმსის თანატოლების შემსრულებლები ყოფილან ზედგამოჭრილნი პერსონაჟების ასაკისთვის
ფოტო: Warner Bros. Pictures
გარი ოლდმანი (სირიუს ბლექი) ფილმში 46 წლის იყო, დევიდ თიულისი (რემუს ლუპინი) — 41 წლის, ალან რიკმანი (სევერუს სნეიპი) კი, არც მეტი, არც ნაკლები — 57 წლის. არადა, მათი პერსონაჟები მხოლოდ 30 წელს არიან გადაცილებულები.
8. Star Wars-ში ობი-უან კენობი ახალგაზრდობიდან 19 წელიწადში ხანდაზმულად იქცევა
ფოტო: 20th Century Fox
Star Wars: Episode IV — A New Hope-ში ლუკი მხოლოდ 19 წლისაა. სერიის მესამე ნაწილში კი ახალგაზრდა ობი-უანს ვხედავთ, რომელსაც ახალშობილი ლუკი უჭირავს ხელში. გამოდის, რომ ზემოთ მოცემულ კადრებს -შორის სხვაობა 19 წელია. იუან მაკგრეგორი 34 წლის იყო, როცა მესამე ნაწილში ითამაშა, მეოთხე ნაწილში კი მისი პერსონაჟი უკვე 70 წელს გადაცილებულია
9. საბრალონი — 1823 წელს კოზეტი სულ მთლად ბავშვია, ცხრა წლის შემდეგ კი ზრდასრული ხდება
ფოტო: Universal Pictures
პირველ სურათში ვალჟანს, სავარაუდოდ, 6 ან 7 წლის კოზეტი უჭირავს ხელში, ცხრა წლის შემდეგ კი მას თინეიჯერად კი არა, ზრდასრულ ქალად ვხედავთ (მსახიობი ამ დროს 27 წლის იყო. შესაძლოა, ყველაფერი გულმავიწყი ქასთინგ მენეჯერის ბრალია.
10. ურჩხული და მზეთუნახავი — ურჩხულებისთვის დრო ალბათ სხვანაირად გადის
ფოტო: Disney
ლუმიერის თქმით, ისინი 10 წელია, საგნებად აქციეს. მთხრობელი კი პროლოგში ამბობს, რომ ვარდი ურჩხულის 21-ე დაბადების დღემდე აყვავდა. ამდენად, გამოდის, რომ წყევლის დადებისას ის მხოლოდ 11 წლის იყო. სიმართლე ითქვას, არც პირველ ფოტოში გამოსახული პერსონაჟი ჰგავს 11 წლისას, და არც მე-2 ილუსტრაციაზე ნაჩვენები — 21 წლისას.
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
კომენტარები