ჯაღმაიძე პანსიონზე: რატომ უნდა ჩამოშორდეს მეუფე სპირიდონი? რატომ დგას ეს საკითხი?
საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონზე მეუფე სპირიდონის ჩამოშორების საკითხი არ დგას, ის გაკვირვებულია ამ საკითხზე ჟურნალისების მიერ დასმული კითხვებით. მისი თქმით, აქამდე გავრცელებული ინფორმაციები დასაბუთებული არ არის, ამიტომ გამოძიებას უნდა დაელოდონ.
"რატომ უნდა ჩამოშორდეს მეუფე სპირიდონი? რატომ დგას ეს საკითხი? რა გამოიკვეთა მეუფე სპირიდონის მხრიდან? გამოძიებას დაველოდოთ. ჯერჯერობით რაც ითქვა, შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ დაუსაბუთებელი არის ყველაფერი.
დაველოდოთ, პროფესიონალები მუშაობენ, არიანს ხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები აქ და ისინი დადებენ დასკვნას", — განუცხადა მან ჟურნალისტებს.
ჯაღმაიძე ამბობს, რომ ილია მეორის მითითებით შეიქმნა კომისია, რომელიც ჩავიდა ნინოწმინდის პანსიონში სიტუაციის შესასწავლად. მისივე მტკიცებით, პირველები იქნებიან, ვინც ხმას ამოიღებენ, თუ ბავშვების მიმართ რაიმე დარღვევები იქნება.
გარდა ამისა, ჯაღმაიძე ამტკიცებს, რომ მოისმინა ყოფილი ბენეფიციარების განცხადებები და ისინი ან რეალობას არ შეესაბამება, ან "ყველაფერს აქვს ახსნა".
"საკმაოდ მძიმე იყო, თუმცა ყველაფერს აქვს ახნსა და ხშირ შემთხვევაში გამოჩნდება, რომ ეს რეალობას არ შეესაბამება. მე მინდა 2 სიტყვით გითხრათ იმ საქმების შესახებ, რომელზეც მოვისმინეთ, თითქოს იყო აქ მძიმე დანაშაულებებზე საუბარი. რეალურად, ეს საქმეები არ იხსნება, გაუხსნელი საქმეებია იმის გამო, რომ არ არსებობს დასაბუთება იმ ბრალდებებისა, რომელიც წამოყენებული იყო", — განაცხადა მან.
ჯაღმაიძე ამბობს იმასაც, რომ მეუფე სპირიდონის გავრცელებულ ვიდეოში, სადაც ბავშვებზე ფსიქოლოგიური ძალადობა ჩანს, ვერაფერი საგანგაშო ვერ დაინახა. მისი მტკიცებით, ბავშვებს შეხვდა და ერთადერთი "შექმნილი გარემოთი და აჟიოტაჟით" არიან შეწუხებულები.
"ეს არის ისეთი სტანდარტები, რომელიც მე შეიძლება ყველაფერი მე არ ვიცოდე, ამიტომ დაზუსტებით ვერ აგიღწერთ. ჩემი პირადი პოზიციაა – მე ამ ვიდეოში ვერაფერი საგანგაშო ვერ ვნახე, ბავშვს ეკითხებიან, პასუხობს. უბრალოდ, შეიძლება, მე კარგად არ მესმის, რა სტანდარტს გულისხმობს.
მე გეტყვით, რომ ზეწოლა არის უშნოდ დასმული შეკითხვები. პატარა ბავშვს როდესაც ეკითხებიან, არის თუ არა სექსუალური ძალადობა თქვენზე. აი, ღობიდან გადამძვრალები ვინც იყვნენ აქ, თუ მოგეცემათ ოდესმე საშუალება და ამ ბავშვებს კითხავთ რას გაიცდიან, როდესაც მათ ამათ ეკითხებიან, მიხვდებით რა არის რეალურად ზეწოლა მათზე", — განაცხადა მან.
იმის დასამტკიცებლად, რომ ბავშვებს ნინოწმინდის პანსიონიდან წასვლა არ სურთ, სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა მათზე ფსიქოლოგიურად იძალადა, ვიდეოზე გადაიღო და გაავრცელა. სპირიდონის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ბავშვის ტირილი, ასევე, იდენტიფიცირებულია რამდენიმე მათგანი როგორც ვიზუალურად, ასევე, სახელითა და გვარით. ამ ყველაფერს ესწრებიან, სავარაუდოდ, სოციალური მუშაკები, რომლებსაც, ვიდეოს მიხედვით, ფაქტზე რეაგირება არ აქვთ.
უფლებადამცველი ანა არგანაშვილი On.ge-სთან ამბობს, რომ ამ ვიდეოში ბავშვებზე ფსიქოლოგიური ძალადობა და მათი ნების კონტროლი ჩანს. იგი აკრიტიკებს სოციალური მუშაკების ქცევას და მიაჩნია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა ვიდეოს დაბლოკვა უნდა მოითხოვოს.
ამავე თემაზე:
- ომბუდსმენი მეუფე სპირიდონის გავრცელებულ ვიდეოებზე უწყებებს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს
- სახალხო დამცველი ვიდეოებში მეუფე სპირიდონის ბავშვებთან კომუნიკაციას ფსიქოლოგიურ ძალადობად აფასებს
- კონფიდენციალობის დარღვევამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვის ფსიქიკას — სახელმწიფო ინსპექტორი პანსიონის ვიდეოზე
- PHR-მა შსს-ს მეუფე სპირიდონისთვის შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე მიმართა
15 აპრილს სახალხო დამცველის წარმომადგენელი საპატრიარქოს ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ ამის მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა. განმარტება გააკეთა თავად სპირიდონმაც და ჰომოფობიური მიზეზი დაასახელა — მისი თქმით, პანსიონში ომბუდსმენის წარმომადგენლებს იმიტომ არ უშვებს, რომ "ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვენ და ასეთებს თავის ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მისცემს".
ამის შემდეგ ორგანიზაციამ პარტიონორობა ადამიანის უფლებებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მთავრობისგან ნინოწმინდის პანსიონში ყველა შესაბამისი უწყების მიერ მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა მოითხოვა. სასამართლოს ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა დააკმაყოფილა გაერომ და შესაბამისად, მთავრობა ვალდებულია, უზრუნველყოს მონიტორინგი.
რაც შეეხება სახელმწიფოს რეაქციას, 14 მაისს, პარლამენტში, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, დეპუტატ დავით სერგეენკოს კითხვის პასუხად თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეურვე-მზრუნველობის ორგანო მონიტორინგს სტანდარტულად ახორციელებს.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მათი წარმომადგენლები 19 მაისს ისევ იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა მონიტორინგის საშუალება კვლავ არ მიეცათ. როგორც ისინი ამბობენ, პანსიონის წარმომადგენლებმა მათთან საუბარი არ ისურვეს და მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, ამჟამად პანსიონში 57 არასრულწლოვანი ირიცხება, მათგან ყველაზე პატარა 5 წლისაა. ომბუდსმენი ამბობს, რომ დაწესებულებაში მონიტორინგის შესაძლებლობა არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს ეძლევა, რომელსაც 2020 წლის ივნისის შემდეგ პანსიონში არ შესულა.
"სახალხო დამცველისადმი სააგენტოს მიერ მოწოდებულ ოფიციალურ კორესპონდენციაში აღნიშნულია, რომ მეუფე სპირიდონი პანსიონში სოციალური მუშაკის ვიზიტების წინააღმდეგია, რაც ადგილზე სოციალურმა მუშაკმაც დაადასტურა".
სახალხო დამცველი წლებია აღნიშნავს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში განხორციელებულმა მონიტორინგებმა ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოკვეთა. პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები, ფაქტობრივად, იზოლირებულები არიან სოციუმიდან და პრობლემურია მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები