ხაზარაძე გახარიას: მოიტყუე — წერილზე, ანაკლიაზე, ბადრიზე, მოიტყუე თან ბევრი
ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ექსპრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას "სიცრუის ტირჟირების ინსტრუმენტს" უწოდებს და მას დებატებში კიდევ ერთხელ იწვევს. ამის შესახებ ხაზარაძე საკუთარ Facebook-ზე წერს.
"გახარია არის სიცრუის ტირაჟირების ინსტრუმენტი, ტყუილის, რომელიც ანგრევს ამ ქვეყანაში იმედს, ამკვიდრებს განცდას რომ ასეთი მდაბიო ხერხით შეიძლება მიაღწიო, მინისტრობას, პრემიერობას, გერქვას პოლიტიკოსი. გიორგი გახარია, დამიჯექი პირდაპირ ეთერში და მოხდება შენი სრული ლუსტრაცია, ტყუილი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. მოიტყუე — წერილზე, მოიტყუე — ანაკლიაზე, მოიტყუე — ბადრიზე, მოიტყუე თან ბევრი, გელოდები პირდაპირ ეთერში", — წერს ის.
8 ივნისს გიორგი გახარია TV პირველის ეთერში იმყოფებოდა, სადაც მან სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ანაკლიის პორტზე ისაუბრა. მისი განცხადებები შეეხო იმ წერილსაც, რომელიც ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, 2018 წლის არჩევნების წინ გახარიამ პირადად გადასცა. ექსპრემიერმა ისაუბრა, ასევე, ხაზარაძის მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვის დეტალებზე.
"ხაზარაძე მაგისტრ მოსამართლესთან ადვოკატთან ერთად მივიდა და თქვა, შუამავალი კი იყო, მაგრამ ეს შუამავლი ჩემი ოჯახის წევრი იყო, ახლო ნათესავი, ამიტომ მის წინააღმდეგ ჩვენებას არ მივცემო, მაშინ როდესაც ბადრი ჯაფარიძე ასეთი არ არის სამართლებრივად და იურიდიულად", — თქვა გახარიამ.
გახარიას ამ განცხადების შემდეგ, ჟურნალისტმა მოგვიანებით თქვა, რომ მას ხაზარაძემ პირდაპირ ეთერში მისწერა კითხვით: "რა იცის გახარიამ მაგისტრ მოსამართლესთან ჩვენების შინაარსში?". აღნიშნულზე გახარიამ უპასუხა, რომ იმ დეტალებზე საუბრობდა, რასაც ჩვენებიდან გამოსვლის შემდეგ ხაზარაძე თავად ჰყვებოდა.
"თვითონ გამოვიდა, მისცა ინტერვიუ და თქვა ყველაფერი, მე შინაარს არ ვყვები, რომ გამოვიდა, მოყვა ის ჩვენება, რაც თქვა, იქ იყო კომენტარები და იქიდან ვიცი", — განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარიასგან სავარაუდოდ მუქარის წერილის მიღების შესახებ თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გასული წლის 4 მარტს პარლამენტში გამოსვლის დროს ისაუბრა. წერილთან დაკავშირებით პროკურატურამ მამუკა ხაზარაძე სასამართლოში გამოკითხა.
პროკურატურის განცხადებით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის შედეგებით დადგინდა, რომ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ მუქარის წერილის დედანზე გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. უწყების ცნობით, წერილის დედანზე ექსპერტიზა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა. ექსპერტიზისთვის წერილის გადაცემამდე კი, მამუკა ხაზარაძემ წერილის დედანი საკვლევად ბრიტანულ კერძო კომპანიას გადაუგზავნა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრიტანული კომპანიისა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნები ერთმანეთს ემთხვევა.
ამავე თემაზე:
- ბადრი ჯაფარიძე: სამწუხაროდ, გახარიას არ აქვს გამბედაობა, თქვას, რა როლი ითამაშა წერილთან დაკავშირებით
- გახარიას "გათეთრების" უბადრუკი მცდელობა — ნაცვლიშვილი პროკურატურის განცხადებაზე მუქარის წერილის შესახებ
- არტარეას უყურეთ და მიხვდებით, რომ ობიექტურობის ხარისხი გაეზარდა — გახარია მუქარის წერილსა და პროკურატურის განცხადებაზე
- გადასარჩენი გახარიას არაფერი არ სჭირს — ცქიტიშვილის პასუხი ოპოზიციას პროკურატურის დასკვნის შესახებ
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
კომენტარები