კიბერბულინგი და მორიგი ბოდიში — რა ხდება კრისი ტეიგენის თავს?
კიბერბულინგში დადანაშაულებულმა კრისი ტეიგენმა ბოდიში კიდევ ერთხელ მოიხადა და ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. თუმცა წარმატებული არც ეს ნაბიჯი აღმოჩნდა და გამოხმაურება ამ წერილსაც მოჰყვა. ის უკვე არაერთმა ადამიანმა დაადანაშაულა წარსულში ჩადენილ კიბერბულინგში.
ტეიგენი, რომელიც დღეს ჰოლივუდის ელიტის წარმომადგენელი და ასევე ჯორჯ ლეჯენდის ცოლია, საკამათო საკითხებზე საჯაროდ საუბარს არ ერიდება. პოპულარობის მოხვეჭასთან ერთად, ის თავადაც არაერთხელ გამხდარა კიბერბულინგის მსხვერპლი. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა მის ორსულობის შეწყვეტას მოჰყვა, როდესაც QAnon-ის შეთქმულების თეორიის მიმდევრები მას თავს დაესხნენ.
თუმცა, ბოლო თვეზე მეტია, რაც ტეიგენი თავად არის იმ ადამიანის როლში, რომლის სიტყვებმაც უამრავი ადამიანის ცხოვრება და ფსიქიკური ჯანმრთელობა გააუარესა. მართალია მისმა ვრცელი წერილმა ცნობილი ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვა, ტეიგენის სამიზნეები ამბობენ, რომ დღემდე უჭირთ წარსული ტრავმის გადალახვა.
ბრალდებები
პირველი ბრალდება ტეიგენის მიმართ 10 მაისს გაჟღერდა. მომღერალმა და სატელევიზიო ფიგურამ, კორტნი სტოდენმა ინტერვიუში განაცხადა, რომ კრისი ტეიგენმა მას "თავის მოკვლისკენ" მოუწოდა.
სტოდენის სიტყვებით, 2011 წელს, როდესაც 16 წლის ასაკში 50 წლის დაგ ჰაჩისონზე დაქორწინდა, ტეიგენმა მას ტვიტერიდან სიკვდილი უსურვა, შემდეგ კი პირადად მისწერა, რომ "ერთი სული ჰქონდა, როდის მოკვდებოდა".
10 წლის წინ მედია და საზოგადოება კრიტიკით შეხვდა სტოდენისა და ჰაჩისონის ქორწინებას და მაშინ კრიტიკის ობიექტი სწორედ 16 წლის მოზარდი გახდა. "ახლა, როცა ამ ფოტოს ვუყურებ, ვგრძნობ, როგორ გამომიყენეს", — დასძენს სტოდენი, რომელიც 2020 წელს განქორწინდა.
ტეიგენმა ბრალდების საპასუხოდ დატვიტა:
"ყველა კი არაა ჩემსავით იღბლიანი, რომ წარსული შეცდომის გამო მთელი მსოფლიოს წინაშე მოუწიოს ბოდიშის მოხდა. ვწუხვარ ჩემი საქციელის გამო, იმ დროს არასტაბილური ადამიანი ვიყავი, ტროლი, რომელიც ყურადღების მიქცევას ცდილობდა. მრცხვენია".
მან ასევე დაწერა, რომ სტოდენთან დაკავშირება სცადა, თუმცა წარუმატებლად. საპასუხოდ სტოდენმა დაწერა, რომ არათუ მოდელი, ტეიგენის გუნდიდანაც არავინ დაკავშირებია და ამის ნაცვლად, ის ტვიტერზე მოდელმა დაბლოკა:
"მივიღე მისი ბოდიში და ვაპატიე. ძალიან მინდოდა მის გულწრფელობაშიც დავრწმუნებულიყავი, მაგრამ მისი ტვიტი უბრალოდ ცნობილ ბრენდებთან პარტნიორობის შესანარჩუნებლად იყო განკუთვნილი".
ტეიგენის მხრიდან ბულინგი გაიხსენა ასევე MTV-ის სატელევიზიო შოუს გმირმა ფარა აბრაამმა, რომელსაც ტეიგენმა 2013 წელს ტვიტერიდან "მეძავი" უწოდა:
"ფარა აბრამი ფიქრობს, რომ სექს-ვიდეოს ჩაწერისას დაორსულდა. თუ აქამდე არ იცოდი, მეძავი ხარ და ყველას სძულხარ. უი, ეს არც ისე უცნობი ამბავია".
ფარა აბრაამი მიიჩნევს, რომ ტეიგენს პროფესიონალის დახმარება სჭირდება და დასძენს, რომ მოდელმა ბოდიში არამხოლოდ მას, მის შვილსაც უნდა მოუხადოს, რადგან მისი სიტყვები მასაც ეხებოდა და ამის გარდა, "როცა დედას აბულინგებენ, ეს მისი შვილის ფსიქიკურ კეთილდღეობაზეც აისახება".
ბრალდებების საპასუხოდ, ტეიგენის ხაზი Target-მა და Macy-იმ გაყიდვებიდან ამოიღეს, ნეტფლიქსმა კი კომედიურ სერიალთან, Never Have I Ever, დადებული კონტრაქტი გაუუქმა.
მეორე საჯარო ბოდიში
1-თვიანი სიჩუმის შემდეგ კრისი ტეიგენმა მორიგი, ვრცელი საჯარო ბოდიში გამოაქვეყნა:
"ვიცი ჩემი მოსმენა არ გინდათ, მაგრამ ნამდვილად დამსახურებულად ვიღებ მთელ მსოფლიოს სასჯელს. ერთი დღეც კი არ გასულა, რომ ამაზე არ მეფიქროს".
ტეიგენი იმეორებს, რომ განიცდის თავის წარსულს. ის დასძენს, რომ ამ ადამიანებს ბოდიში პირადად მოუხადა, თუმცა მისი სიტყვები წერილის შემდეგ ყველას არ დაუდასტურებია.
"გამართლება არ აქვს ჩემს წარსულ, საშინელ ტვიტებს. ჩემს სამიზნეებს ეს არ დაუმსახურებიათ. არც არავინ იმსახურებს. უამრავ მათგანს თანაგრძნობა, სიკეთე, გაგება და მხარდაჭერა ესაჭიროებოდა და არა ჩემი უაზრო მასკარადი და შავი იუმორი. ტროლი ვიყავი და ამის გამო, ვწუხვარ".
ტეიგენმა ბოდიში მოუხადა მეგობრებსაც, რომლებსაც "იმედი გაუცრუა". ის დასძენს, რომ თავიდანვე სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი იყო და მაშინ ფიქრობდა, რომ უცნობებისთვის შთაბეჭდილების მოსახდენად საუკეთესო გზა სხვა ცნობილ ადამიანებზე თავდასხმა იქნებოდა.
"და ახლა, როცა ჩემი პრო*ული წარსული თავს მახსენებს, საკუთარი სიტყვები უხერხულობის გარდა ტკივილსაც მაყენებს და ამას ვიმსახურებ. თავს ვესხმოდი უბრალოდ ავატარს ტვიტერზე და მის უკან ახალგაზრდა ქალი, ან მოზარდი გოგო იდგა, რომელსაც გრძნობები გააჩნდა. ამას რატომ ვერ ვიაზრებდი?"
ის დასძენს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანების მიმართ ასეთი "ბოროტი" არ ყოფილა:
"როცა მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, 'რეალურ ცხოვრებაში როგორი კარგი ყოფილხარ?', ვერ ვიაზრებდი, რამხელა მინიშნება იყო ეს ფრაზა".
კრისი ტეიგენი ამბობს, რომ მასაც ჰქონდა მტკივნეული გამოცდილებები და თერაპიამ სხვა ადამიანად აქცია.
"ყველანი იმაზე ბევრად მეტნი ვართ, ვიდრე უბრალოდ საშინელი ვერსიები".
ტეიგენმა საზოგადოებას ტოლერანტობისკენ მოუწოდა. მას ჯონ ლეჯენდის გარდა მხარდაჭერა გამოუცხადეს ისეთმა ცნობილმა ადამიანებმა, როგორებიც არიან ჯენიფერ გარნერი, ჯენიფერ ენისტონი, ზოი სალდანა, პერეზ ჰილტონი და ა.შ.
მოგვიანებით ინსტაგრამის პოსტის კომენტარებში ტეიგენმა შემდეგი ტექსტი დასძინა:
"მეტირება თითოეულ თქვენგანზე, ვინც მეკითხებით, დავუკავშირდი თუ არა ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს და ბოდიში მოვუხადე თუ არა ბულინგის გამო. ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს. გთხოვთ, არასდროს შეიცვალოთ. მე შევიცვლები, მაგრამ თქვენ ასეთებად დარჩით".
მორიგი ბრალდება
მორიგი ბოდიშის შემდეგ დიზაინერმა მაიკლ კოსტელომ დაწერა, რომ ტეიგენისგან გამოცდილი კიბერბულინგის გამო დღემდე აქვს სუიციდური ფიქრები.
კოსტელო ყვება, რომ 2014 წელს მასზე მანიპულაციური პოსტი შექმნეს, თითქოს ის რასისტულ კომენტარებს წერდა, რის შემდეგაც მას ტეიგენმა ტვიტერზე რასისტი უწოდა. კოსტელო იხსენებს, რომ ის ტეიგენს პირადად დაუკავშირდა და უთხრა, რომ მასზე შექმნილი სქრინები ყალბი იყო, თუმცა ტეიგენი მას კარიერის დასრულებით დაემუქრა.
"უკანასკნელი 7 წელია მძიმე, განუკურნებელი ტრავმით ვცხოვრობ და შიშის გამო, ამას საჯაროდ ვერ ვაზიარებდი. მან ჩემზე შთაბეჭდილება დაფოტოშოპებული სქრინით შეიქმნა".
კოსტელოს სიტყვებით, ამ შემთხვევის შემდეგ, მისთვის უამრავი კარი დაიხურა და უკვე მიღებული კონტრაქტი ახსნის გარეშე, რამდენჯერმე გააუქმეს. ის ამბობს, რომ ჰოლივუდის ელიტისთვის ძალიან მარტივია ნაკლებად ცნობილი ადამიანის კარიერის დასამარება მხოლოდ რამდენიმე სიტყვითაც კი.
"არამხოლოდ ჩემი რეპუტაცია ილახებოდა, ან კიბერბულინგის და ონლაინ ცილისწამების მსხვერპლი ვიყავი, რეალურ ცხოვრებაშიც შავს სიაში მახვედრებდნენ. იმის გამო, რაც კრისი ტეიგენმა 2014 წელს გამიკეთა, დღემდე არ ვარ კარგად".
მან სქრინებიც გამოაქვეყნა, რომელშიც ტეიგენის მესიჯები ჩანს:
"შენნაირი რასისტები ტანჯვასა და სიკვდილს იმსახურებენ. შენი კარიერა დასრულებულია, უბრალოდ უყურე".
კრისი ტეიგენს კოსტელოს ბრალდებაზე არ უპასუხია და არც ისაა ცნობილი, რამდენად ავთენტურია ის სქრინები, რომლითაც კოსტელო მის 2014 წლის მესიჯებს აქვეყნებს.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
კომენტარები