იუვენტუსმა, მილანმა და ბარსელონამ ლგბტქ თემს მხარი დაუჭირეს
მას შემდეგ, რაც UEFA-მ მიუნხენის ალიანც არენის ლგბტქ დროშის ფერებში განათებაზე უარი განაცხადა, ცნობილმა საფეხბურთო გუნდებმა თანასწორობის მხარდასაჭერი განცხადებები გაავრცელეს.
"ფეხბურთი ყველას უყვარს", — წერს იტალიური საფეხბურთო კლუბი იუვენტუსი ტვიტერზე.
"სიყვარული სიყვარულია, იმის მიუხედავად, ვინ გიყვარს", — ასე გამოეხმაურა მოვლენებს კიდევ ერთი იტალიური გუნდი, მილანი.
"სიამაყით და პატივისცემით", — განაცხადა ბარსელონამ და ტვიტერზე ექვსფერიან დროშაზე გამოსახული საკუთარი ლოგო გამოაქვეყნა.
ლგბტქ დროშის ფერებში გადაწყვეტილი ლოგოთი გამოხატა მხარდაჭერა გერმანულმა კლუბმა ბაიერ 04 ლევერკუზენმა.
მიუნხენის მერიამ ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირს გერმანია-უნგრეთის თამაშზე სტადიონის განათების თხოვნით რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ მიმართა, რაც უნგრეთის პარლამენტმა ჰომოფობიური და დისკრიმინაციული გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილების მიხედვით, "გეი-თემატიკა", მათ შორის ქვიარ ადამიანების გამოჩენა, სასკოლო განათლებასა და მოზარდებისთვის განკუთვნილ სატელევიზიო შოუებში იკრძალება.
UEFA-ს განცხადებით, მოთხოვნა "პოლიტიკური დატვირთვის" მქონე იყო და პირდაპირ მიემართებოდა უნგრეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას.
ფეხბურთის ასოციაციების კავშირის გადაწყვეტილება დაგმეს გერმანელმა პოლიტიკოსებმა. მათ შორის, მიუნხენის მერმა, დიტერ რაიტერმა. ამასთან, UEFA-ს უარის მიუხედავად, თამაშის დღეს ქალაქის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა ლგბტქ დროშის ფერებში მაინც განათდება; მათ შორის, ქალაქის სატელევიზიო ანძა — ოლიმპიური კოშკი — და სხვა მაღალი შენობები, რომელიც სტადიონიდანაც ჩანს. ამასთან, ქვიარ აქტივისტები სტადიონის შესასვლელში გულშემატკივრებისთვის 11 ათასი ლგბტქ დროშის დარიგებას აპირებენ.
გერმანია-უნგრეთის შეხვედრა 23 ივნისს, თბილისის დროით საღამოს 11 საათზე დაიწყება.
რა ხდება უნგრეთში?
ცენტრალური ევროპის სახელმწიფოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ლგბტქ უფლებების საკითხი მას შემდეგ გაუარესდა, რაც 2010 წელს ხელისუფლებაში ულტრამემარჯვენე ფიდესის პარტია მოვიდა. პარტიამ, და მისმა ხელმძღვანელმა, ქვეყნის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკვე შეიმუშავეს და განახორციელეს "კონსერვატიულ-ქრისტიანულ ღირებულებებზე" დაფუძნებული რამდენიმე დისკრიმინაციული კანონპროექტი.
გასულ წელს მთავრობის მოთხოვნით, ქვეყანაში მცხოვრებ ტრანსგენდერ ადამიანებს დაბადებისას განსაზღვრული სქესის საპირისპიროს დოკუმენტებში მითითება აეკრძალათ. ასევე 2020 წელს, პარტიამ მოითხოვა ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილების მიერ შვილის აყვანის აკრძალვა, რომელიც მალევე დააკმაყოფილა ქვეყნის პარლამენტმა.
აღსანიშნავია, რომ პარტიის ერთ-ერთ წევრ პოლიტიკოსსა და დიპლომატს, იოჟეფ საიერს, რომელიც ასევე გამოირჩეოდა ჰომოფობიური განცხადებებით, თანამდებობის დატოვება მას შემდეგ მოუწია, რაც ის ბრიუსელის გეი-ბარში, "დახურულ სექსწვეულებაზე" ბელგიურმა პოლიციამ დააკავა.
ცოტა ხნის წინ ევროკავშირის 16-მა წევრმა ქვეყანამ უნგრეთში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ დაგმო და ევროკომისიას მოქმედებისკენ მოუწოდა.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
კომენტარები