ვატო ყიფიანს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს, ვატო ყიფიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. არსებული ინფორმაციით, ყიფიანს ძმები ფეიქრიშვილების მკველობის მომზადებას ედავებიან. საქმეზე განხილვები გაგრძელდება და სასჯელთან დაკავშირებით მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილება ამის შემდეგ გახდება ცნობილი.
ყიფიანმა სასამართლოზე თქვა, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, აეროპორტშივე პოლიციამ უთხრა, რომ მისი აქ ყოფნა სასურველი არ იყო, მაგრამ არ წავიდა. მისივე თქმით, ამ საქმეზე ჩვენება უკვე მიცემული აქვს.
პროკურატურა ყიფიანს ედავება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მომზადებას ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, გადაზიდვისა და გასაღების ორგანიზებას.
პროკურატურა ამბობს, რომ ამ საქმეზე სასამართლოს ექვსი პირის მიმართ უკვე გამოტანილი აქვს გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო დანაშაულში შესაძლო ჩართულ სხვა პირებთან მიმართებაში გამოძიება გრძელდება.
ვატო ყიფიანი გუშინ, 25 ივნისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. გუშინვე, უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ განაცხა, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი საქართველოში გააძევეს.
უკრაინის სამართალდამცავი სტრუქტურა ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნავს, რომ 42 წლის ვატო ყიფიანი სხვა ქვეყნებში წარსულში დაუკავებიათ სხვადასხვა მძიმე დანაშაულის გამო, მათ შორის მკვლელობისთვის.
"უკრაინაში ის რუს და ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებს წარმოადგენდა, აკონტროლებდა დაჯგუფებებს, რომლებიც გამოძალვითა და ქურდობით არიან დაკავებულნი და უშუალოდ იყო პასუხისმგებელი დანაშაულებრივი შეკრებების ორგანიზებაზე", — ვკითხულობთ განცხადებაში.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები