პოლიცია ზურაბ მახარაძემაც დატოვა
ძალადობრივი და ჰომოფობიური ალტ-ინფოს წარმომადგენელმა, რომელიც 5 ივლისს ბრძანებებს გასცემდა, პოლიციის სამმართველო დატოვა.
"რა კითხვებიც ჰქონდა გამოძიებას, ყველაფერზე ვუპასუხე, დეტალებში არ შევდივარ, მეტი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ", — განაცხადა მან.
მახარაძემ არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რა ამოიღეს მისი სახლიდან ჩხრეკის დროს.
მისი მტკიცებით, თუ გამოძიებაზე "ამერიკისგან და ევროპისგან იქნება ზეწოლა", დააკავებენ.
პოლიციის სამმართველო უკვე დატოვა ძალადობრივი ჯგუფების კიდევ ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე ფალავანდიშვილმაც. გამოკითხვაზე რჩებიან მათი სხვა ლიდერები. ტერიტორიაზე შეკრებილები არიან მათი მხარდამჭერები, რომლებიც ჟურნალისტების მიმართ აგრესიულები არიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.
დღეს, 16 ივლისს პოლიციამ ძალადობრივი ჯგუფების ლიდერების, გურამ ფალავანდიშვილის, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძის სახლები გაჩხრიკა. ამის შემდეგ, განყოფილებაში გადაიყვანეს ზურაბ მახარაძე და მამა-შვილი ფალავანდიშვილები. ალტ-ინფოს ინფორმაციით, გადაყვანილია მათი ყველა წევრი, მათ შორის, კონსტანტინე მორგოშიაც.
ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 5-6 ივლისს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. 5 ივლისს დღის განმავლობაში პოლიციას არავინ დაუკავებია. კონტრაქციაზე მობილიზებული იყო არასაკმარისი სამართალდამცავი და პოლიციელებს ტერიტორიიდან გაჰყავდათ არა მოძალადეები, არამედ ჟურნალისტები. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია დღის ბოლოს და მომდევნო დღეებში გავრცელდა.
6 ივლისის ძალადობის გასაპროტესტებლად მდუმარე აქცია გაიმართა, სადაც მოძალადეები მშვიდობიანი აქციის მიმართულებით კვერცხებს, ქვებს, ქვებით სავსე ბოთლებს, რკინის ნაჭრებს, შუშებს და სხვა ნივთებს ისროდნენ. დაშავებულია რამდენიმე პოლიციელიც. პოლიცია მოძალადეებს აკავებდა, თუმცა საღამოს, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები ტერიტორიიდან გაიყვანა და მოძალადე ჯგუფები რუსთაველზე შეუშვა. მათ მეორედ ჩამოგლიჯეს და დაწვეს ევროკავშირის დროშა.
5-6 ივლისის ჰომოფობიურ კონტრაქციებზე დარბევებსა და ძალადობებს აორგანიზებდნენ და ძალადობისკენ მოწოდებებს აკეთებდნენ ფალავანდიშვილი, მორგოშია და მახარაძე. მიუხედავად იმისა, რომ 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ საზოგადოება აქტიურად ითხოვს ორგანიზატორების დასჯას, ისინი დაკავებულები არ არიან. აქამდე, არც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.
პარლამენტიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მორგოშია იქ შეკრებილ ჰომოფობიურ და ძალადობრივ ჯგუფებს აორგანიზებს და სირცხვილიას ოფისისკენ გადასვლისკენ მოუწოდებს.
რაც შეეხება ზურაბ მახარაძეს, ის ძალადობრივი და პრორუსული არხის, ალტ-ინფოს ერთ-ერთი წამყვანია. ალტ-ინფო სიძულვილის გავრცელებას სხვადასხვა არხით ცდილობს. თავდაპირველად ის მხოლოდ ინტერნეტში "მუშაობდა", შემდეგ კი ტელევიზიაც დააფუძნეს და კომუნიკაციების კომისიამ მათ მაუწყებლობის უფლება მისცა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები