არავითარი ქალზე ძალადობა არ ყოფილა, უბრალოდ არ მიუშვა, გამოსწია აქეთ — ქადაგიშვილი ბოკუჩავას ძალით გაყვანაზე
ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის მტკიცებით, შალვა პაპუაშვილის მიერ, ფიზიკური ძალის გამოყენებით, თინა ბოკუჩავას პარლამენტის ტრიბუნიდან გაყვანა ძალადობა არ ყოფილა.
"არავითარი ქალზე ძალადობა არ ყოფილა, უბრალოდ არ მიუშვა, გამოსწია აქეთ. ჩვენ თუ ამას განვიხილავთ როგორც კაცსა და ქალს შორის ურთიერთობის ეტალონს, მაშინ სულ სხვა ლოგიკაში შევდივართ. თუ ჩვენ ამას განვიხილავთ, რომ ერთმა დეპუტატმა მეორე დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარესთან არ მიუშვა და მის სკამზე დასმის საშუალება არ მისცა, ეს კიდევ სულ სხვა საკითხი არის. ძალადობა არის სხვა რამე", — განაცხადა ქადაგიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.
ის ამბობს, რომ როდესაც სხდომათა დარბაზში "პროვოკაცია" ხდება და სხვა ყველა უძლურია, შეიძლება "ერთმა დეპუტატმა მეორე დეპუტატი არ მიუშვას არ მიუშვას პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელთან".
"როდესაც პერმანენტულად ხდება სხდომათა დარბაზი, რომელიც ითვლება საპარლამენტო და დემოკრატიის წმინდათა წმინდა ადგილად, პროვოკაციების ადგილი და მუდმივად ხდება თავდასხმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე, პარლამენტის თავმჯდომარეზე და ა.შ. იქ, როდესაც უკვე უძლური არის ყველა, შეიძლება, რომ ერთმა დეპუტატმა მეორე დეპუტატი არ მიუშვას არ მიუშვას პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელთან", — განაცხადა ქადაგიშვილმა.
ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ "წესრიგის დასაცავად" არსებობს მანდატურის სამსახური, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ასე უპასუხა:
"დარბაზში არის ოთხი მანდატური. ვეღარ აუდის მანდატურის სამსახური ამას".
18 ივლისს, ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა კოლეგა, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი თინა ბოკუჩავა ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან. როგორც ბოკუჩავა ამბობს, პირველად ამის მცდელობა ქართული ოცნების კიდევ ერთ დეპუტატს, ლევან მგალობლიშვილს, რომელსაც შემდეგ პაპუაშვილი შეუერთდა.
თავად პაპუაშვილი ამ ფაქტს ძალადობად არ მიიჩნევს. "დაბრალებებს არ ვიყოთ" — დაწერა მან სოციალურ ქსელში.
ნაციონალური მოძრაობა აპირებს ფაქტზე სამსჯელოდ პარლამენტის ეთიკის კომისიას მიმართოს.
მომხდარს გამოეხმაურა პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. ის ამბობს, რომ გაუმართლებელია ადამიანის უფლებების დარღვევა, მით უფრო პარლამენტში.
გაიგე მეტი:
- პარლამენტის თავმჯდომარის ადგილის, გუშინ კი ტრიბუნის ბლოკირება, ბუნებრივად აღიქმება ძალადობრივ აქტად — წილოსანი
- რომელი ქართული ტრადიცია გვასწავლის ამას ან რომელი ევროპული სტანდარტი? — კოჟორიძე პაპუაშვილს
- გაუმართლებელია ადამიანის უფლებების დარღვევა, მით უფრო პარლამენტში — პრეზიდენტი ბოკუჩავას ძალით გაყვანაზე
- "რა ძალადობა?" — პაპუაშვილი მის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენებით ბოკუჩავას ტრიბუნიდან გაყვანაზე
- პარლამენტის ტრიბუნიდან პაპუაშვილმა ბოკუჩავა ძალის გამოყენებით გამოიყვანა
- ენმ "ოცნების" დეპუტატების მიერ ბოკუჩავას ძალის გამოყენებით გამოყვანაზე ეთიკის საბჭოს მიმართავს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები