ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამტკიცებს, რომ booking.moh.gov-ზე ხარვეზების აღმოსაფხვრელად "სერიოზული მუშაობა" ჩატარდა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ისაუბრა.

"საიტი გაიმართა, ანუ სერიოზული მუშაობა ჩატარდა მას შემდეგ, რაც ხარვეზები დაფიქსირდა და მოლოდინი ტექნიკურ ჯგუფს იმისი, რომ საიტი იქნება სრულად გამართული და აღარ იქნება შეფერხებები, აქვს საკმაოდ მაღალი", — განაცხადა მან.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში განახლდება Pfizer-ზე რეგისტრაციის პროცესი და აცხადებს, რომ ამჯერად დიდი დოზები იქნება, რათა "თავიდან არ შეიქმნას" შეზღუდული რეგისტრაციის ინციდენტი.

3 და 14 ივლისის Sinopharm-ისა Pfizer-ზე რეგისტრაცია, 12:00 და 15:00 საათიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა მსურველებს ვებ-გვერდზე არსებული ხარვეზის გამო რეგისტრაციის გავლა არ შეეძლოთ.

აღსანიშნავია, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ IT სამსახურებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა სარეგისტრაციო პორტალის მუშაობა ისევ არ შეფერხებულიყო. შეფერხების გამო "გულწრფელი ბოდიში" მოიხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

გაიგეთ მეტი: