პარლამენტარი რომ ფეხზე გაიხდი და მაგიდაზე შეხტები, რა არის ეს?! მით უმეტეს, ქალი ხარ — ელისაშვილის სექსისტური განცხადება
დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სექსისტურ განცხადებას აკეთებს. მისთვის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნონა მამულაშვილის მაგიდაზე ასვლა მათ შორის იმიტომ იყო მიუღებელი, რომ ის ქალია.
ელისაშვილი ამბობდა, რომ არ მოეწონა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების მოქმედება 18 ივლისს, შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში ვიზიტისას და ყურადღება კონკრეტულ ფაქტებზე გაამახვილა.
"არც ეს მომეწონა, მაგიდაზე შეხტომა. კარგით ახლა, პარლამენტის წევრი რომ ხარ, ფეხზე რომ გაიხდი და მაგიდაზე შეხტები, ეგ რაში წერია და რა არის ეს?! მით უმეტეს, ქალი რომ ხარ", — განაცხადა ელისაშვილმა TV პირველის ეთერში.
ალეკო ელისაშვილმა გაიხსენა კიდევ ერთი ფაქტი, როცა შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავა ფიზიკური ძალის გამოყენებით პარლამენტის ტრიბუნიდან გამოიყვანა. ამ შემთხვევაში მან ქცევა პაპუაშვილს დაუწუნა.
"პაპუაშვილი როგორც მოექცა თინა ბოკუჩავას, ეს იყო აღმაშფოთებელი. არაფერში არ წერია ეს — ქალს რომ მოკიდებ კისერში ხელს, გვერდზე წამოიღებ და დააპერტყებ ლამის ძირს, ესეც არაფერში არ წერია", — განაცხადა ელისაშვილმა.
ის ამბობს, რომ მისთვის მიუღებელი იყო ნაციონალური მოძრაობის წევრების ქმედებები, თუმცა აბსოლუტურად სოლიდარული იყო ჟურნალისტების მიმართ, რომლებმაც გომელაურის სიტყვით გამოსვლის პარალელურად პლენარულ დარბაზში საპროტესტო ბანერი გადმოფინეს.
საუბარია 18 ივლისს, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პარლამენტში ვიზიტისას მომხდარ დაპირისპირებაზე. გომელაურის სიტყვით გამოსვლისას ჟურნალისტებმა პლენარული სხდომის დარბაზში გადმოფინეს ბანერი წარწერით — "დასაჯეთ მოძალადეები". პარალელურად, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შს მინისტრს სიტყვა შეაწყვეტინეს და ტრიბუნასთან ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ. ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავა პარლამენტის ტრიბუნიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანა. ბოკუჩავას განცხადებით, პირველად ამის მცდელობა ჰქონდა დეპუტატ ლევან მგალობლიშვილს, რომელსაც შემდეგ შალვა პაპუაშვილი შეუერთდა. გარდა ამისა, ირაკლი ზარქუამ ძალით ჩამოიყვანა ნონა მამულაშვილი მაგიდიდან, სადაც ის საპროტესტო პლაკატით ხელში იდგა და 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორების დასჯას ითხოვდა. ნაციონალურმა მოძრაობამ აღნიშნული ფაქტებზე სამსჯელოდ პარლამენტის ეთიკის კომისიას მიმართა.
გაიგე მეტი:
- "რა ძალადობა?" — პაპუაშვილი მის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენებით ბოკუჩავას ტრიბუნიდან გაყვანაზე
- გაუმართლებელია ადამიანის უფლებების დარღვევა, მით უფრო პარლამენტში — პრეზიდენტი ბოკუჩავას ძალით გაყვანაზე
- პაპუაშვილის პასუხი აბსოლუტურად რელევანტური და ადეკვატური იყო — კობახიძე
- რომელი ქართული ტრადიცია გვასწავლის ამას ან რომელი ევროპული სტანდარტი? — კოჟორიძე პაპუაშვილს
- არავითარი ქალზე ძალადობა არ ყოფილა, უბრალოდ არ მიუშვა, გამოსწია აქეთ — ქადაგიშვილი ბოკუჩავას ძალით გაყვანაზე
- პარლამენტის თავმჯდომარის ადგილის, გუშინ კი ტრიბუნის ბლოკირება, ბუნებრივად აღიქმება ძალადობრივ აქტად — წილოსანი
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
-
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები