საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია 16 წლის ასაკიდან შესაძლებელი იქნება. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ბრძანება 21 ივლისს გამოქვეყნდა.

ახალი პროტოკოლის მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინა ჩატარდება 16 წლის და ზედა ასაკის პირებში. ამ ტიპის ვაქცინას საქართველოში სწორედ Pfizer წარმოადგენს.

"აცრების კურსი შედგება 2 ინიექციისაგან, აცრებს შორის ინტერვალი შეადგენს, სულ მცირე, 21 დღეს", — ნათქვამია ბრძანებაში.

15 ივლისს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში 16 წლიდან ასაკის ბავშვებში Pfizer-ით აცრა მალე დაიწყებოდა.