საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ძალადობრივ და პრორუსულ ალტ-ინფოში მივიდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციიდან ორი კვირის შემდეგ ძალადობრივ და პრორუსულ ალტ-ინფოში მივიდა. მისი თქმით, ეთანხმება პატრიარქის თანამოსაყრდე შიოს წინადადებას, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი უნდა გახდეს.
"პოლიტიკოსებმა, ე.წ. მედასავლეთეებმა ამას უნდა მიაქციონ ყურადღება. როცა ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, შენ ის არ უნდა შეურაცხყო, მისი რელიგიური გრძნობები. მეუფე შიო გამოვიდა და თქვა, საკანონმდებლო ინიციატივის დონეზე უნდა განიხილებოდეს პროექტი იმის თაობაზე, რომ რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფა გახდეს დასჯადი. მე ამას ვეთანხმები [...] რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯადობაზე როდესაც ლაპარაკობს მეუფე შიო, აქ მარტო მართლმადიდებლების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე კი არ არის ლაპარაკი, აქ არის კათოლიკეების, იუდეველების, მუსლიმანების, იგივე იმ სექტების...", — აცხადებს ის.
ამასთან, მძინარაშვილმა საზოგადოების ნაწილის სურვილს ალტ-ინფოს დახურვის შესახებ, "ლიბერტარიანული ფაშიზმის დამყარების მცდელობა" უწოდა.
"მოთხოვნები, რომელსაც მე ამ დღეების განმავლობაში ვისმენდი ალტ-ინფოს მიმართ, ეს არის ლიბერტარიანული ფაშიზმის დამყარების მცდელობა, არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება ვინმეს თავში მოუვიდეს რომელიმე მედია საშუალების აკრძალვა, ეს არის იმდენად წარმოუდგენელი მოწოდებები, რასაც ჩვენ რამდენიმე, მართლა მარგინალი ადამიანისგან ამ დღეებში ვისმენდით, რომ წარმოუდგენელია ამის განხორციელება იმ საზოგადოებაში, რასაც დღევანდელი ქართული საზოგადოება ჰქვია", — განაცხადა მძინარაშვილმა.
მან გააკრიტიკა ქართული მედია და ჟურნალისტები, მათ "მიკერძოებული", "დესტრუქციული", "პარტიული დღის წესრიგით მოქმედი" მედია უწოდა. მისივე მტკიცებით, ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ "პროფესია ჟურნალისტი მოკლას".
ბონდო მძინარაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის წევრია, რომელიც ხელფასს ბიუჯეტიდან იღებს. ალტ-ინფო ძალადობრივი და პრორუსული არხია, რომელიც სიძულვილის გავრცელებას სხვადასხვა არხით ცდილობს. თავდაპირველად ის მხოლოდ ინტერნეტში "მუშაობდა", შემდეგ კი ტელევიზიაც დააფუძნეს და კომუნიკაციების კომისიამ მათ მაუწყებლობის უფლება მისცა.
ალტ-ინფოს Facebook გვერდი არაერთხელ დაბლოკილა, წაშალეს მათთან დაკავშირებული ქსელიც. ისინი რამდენჯერმე ხელახლა დარეგისტრირდნენ და სხვა პლატფორმების გამოყენება დაიწყეს. 11 ივლისს კი, ალტ-ინფოს ვებგვერდიც გაუთიშეს. სწორედ ალტ-ინფო იყო 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის თანაორგანიზატორი და შემსრულებელი. მათი ტელეგრამის არხში აქტივისტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარები ვრცელდებოდა.
მძინარაშვილი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი 2020 წლის პირველ ივლისს გახდა. იგი წლები წარმოადგენდა ობიექტივს, რომელიც პრორუსული პატრიოტთა ალიანსის პარტიული ტელევიზიაა. გარდა ამისა 22 ოქტომბერს მისი პოსტი, რომელიც ზუგდიდში მომხდარ თავდასხმას ეხებოდა, ფეისბუქმა დეზინფორმაციად მონიშნა. მძინარაშვილი აცხადებდა, რომ შეიარაღებული თავდასხმა "სპეციალურად წინასაარჩევნოდ მოწყობილი ტერორ-სპექტაკლი" იყო.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები