პაპუაშვილი, რომელმაც ბოკუჩავა ძალის გამოყენებით გაიყვანა, ამტკიცებს, რომ "აგრესორი" ბოკუჩავა იყო
ქართული ოცნების დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, იმ სიტუაციაში, სადაც მან თინა ბოკუჩავა ფიზიკური ძალის გამოყენებით ტრიბუნიდან გაიყვანა, "აგრესორი" ენმ-ის დეპუტატი იყო.
"მე იმავე დღეს გამოვთქვი წუხილი ქალბატონ თინასთან. წუხილი იმის გამო გამოვთქვი, რომ მომიწია სწორედაც მანდატურის ფუნქციის შესრულება იმ დღეს და იმის წინა სხდომაზეც ვნახეთ, რომ სამწუხაროდ, დეპუტატებს მოგვიწია მანდატურის ფუნქციის შეთავსება, მაგრამ ამავე დროს და რა თმა უნდა, წუხილს გამოვთქვამ და არ იყო სასიამოვნო, მაგრამ ტერმინები არ უნდა ავრიოთ, აგრესორი არის აგრესორი და აგრესორობა სქესთან კავშირში არ არის, ამას უნდა გავუსწოროთ თვალი, რომ ქალბატონი თინა იმ დღეს იყო აგრესორი. ის იჭრებოდა სპიკერატში, სპიკერის ნების მიუხედავად, მას აკავებდა ორი მანდატური. დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი, თუ გინდათ იყოთ გულწრფელი და ამ გულწრფელობით შეხედეთ თვალებში ერთმანეთს", — განაცხადა პაპუაშვილმა.
ეს განცხადება შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა, სადაც მის მიერ დეპუტატი ქალის ძალის გამოყენებთ გაყვანაზე თავდაპირველად ხატია დეკანოიძემ ისაუბრა.
18 ივლისს, ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა კოლეგა, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი თინა ბოკუჩავა ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან. როგორც ბოკუჩავა ამბობს, პირველად ამის მცდელობა ქართული ოცნების კიდევ ერთ დეპუტატს, ლევან მგალობლიშვილს, რომელსაც შემდეგ პაპუაშვილი შეუერთდა.
თავად პაპუაშვილი ამ ფაქტს ძალადობად არ მიიჩნევს. "დაბრალებებს არ ვიყოთ" — დაწერა მან სოციალურ ქსელში.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ქალები, თინა ბოკუჩავა და ნონა მამულაშვილი ქართული ოცნების დეპუტატ კაცებს, შალვა პაპუაშვილს, ლევან მგალობლიშვილსა და ირაკლი ზარქუას პარლამენტის ეთიკის საბჭოში უჩივიან.
ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ქალი დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარისგან მოითხოვენ ადეკვატურ რეაგირებას იმ კაცი დეპუტატებს ქმედებებზე, რომლებმაც ქალი დეპუტატების პროტესტს ფიზიკური ძალის გამოყენებით შეეწინააღმდეგნენ.
მომხდარს გამოეხმაურა პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. ის ამბობს, რომ გაუმართლებელია ადამიანის უფლებების დარღვევა, მით უფრო პარლამენტში.
გაიგე მეტი:
- პარლამენტის თავმჯდომარის ადგილის, გუშინ კი ტრიბუნის ბლოკირება, ბუნებრივად აღიქმება ძალადობრივ აქტად — წილოსანი
- რომელი ქართული ტრადიცია გვასწავლის ამას ან რომელი ევროპული სტანდარტი? — კოჟორიძე პაპუაშვილს
- გაუმართლებელია ადამიანის უფლებების დარღვევა, მით უფრო პარლამენტში — პრეზიდენტი ბოკუჩავას ძალით გაყვანაზე
- "რა ძალადობა?" — პაპუაშვილი მის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენებით ბოკუჩავას ტრიბუნიდან გაყვანაზე
- პარლამენტის ტრიბუნიდან პაპუაშვილმა ბოკუჩავა ძალის გამოყენებით გამოიყვანა
- ენმ "ოცნების" დეპუტატების მიერ ბოკუჩავას ძალის გამოყენებით გამოყვანაზე ეთიკის საბჭოს მიმართავს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები