მწერლებო, აიმაღლეთ ხმა — ლიტერას კონკურსი ირაკლი კაკაბაძემაც დატოვა
კონკურს ლიტერაში მონაწილეობაზე უარი კიდევ ერთმა მწერალმა, ირაკლი კაკაბაძემ თქვა. 26 ივლისს ლიტერატურული პრემია ლიტერას გრძელი სია გამოქვეყნდა, სადაც წლის საუკეთესო პოეტური კრებულის კატეგორიაში მისი წიგნი, ამაღლების ქუჩა იყო შესული.
გადაწყვეტილების შესახებ მწერალმა ინფორმაცია ფეისბუქზე გაავრცელა და ხაზი გაუსვა, რომ მისი პროტესტი კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს და მის შერჩეულ ჟიურის წევრს მიემართება, ხოლო მწერალთა სახლს სოლიდარობა გამოუცხადა და დასძინა, რომ წულუკიანის გადაწყვეტილება სწორედ ამ ორგანიზაციას აზიანებს.
კაკაბაძემ წულუკიანს "ძალადობის წამხალისებელი, ჰომოფობიის მხარდამჭერი, ზიზღისა და სიძულვილის დამმკვიდრებელი, ასევე კულტურის სამინისტროს მართვისთვის სრულიად არაკომპეტენტური პირი" უწოდა. მან დასძინა, რომ წულუკიანმა ჟიურის წევრად იოსებ ჭუმბურიძე "ბოლშევიკური წესით" მიავლინა და დანიშნა.
ირაკლი კაკაბაძე ამბობს, რომ თანამედროვე ლიტერატურა და ლიტერატურული პროცესი საქართველოს საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების სარკეა და სხვა მწერლებსაც მოუწოდებს ხმის ამაღლებისკენ:
"დღეს მეც ვუერთდები ჩემს ძვირფას კოლეგებს, ვინც პროტესტის ნიშნად მოხსნა საკუთარი წიგნები პრემიიდან და მოვუწოდებ ყველა მწერალს, ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის მომავალი, ქართული კულტურა და მწერლობა, ვინც თვლის, რომ არასოდეს აღარ უნდა დავბრუნდეთ უკან საბჭოთა წარსულში, გამოხატეთ თქვენი პოზიცია და ხმა აღიმაღლეთ ამ უმსგავსობის წინააღმდეგ".
ლიტერას კონკურსის შედეგებს ჟიურის 5 წევრი შეაფასებს, რომელიც კულტურის სამინისტროსა და მწერალთა სახლის მიერაა შერჩეული. ჟიურის წევრებიდან 4 მწერალთა სახლმა, ხოლო ერთი — ირაკლი ჭუმბურიძე, კულტურის სამინისტრომ შეარჩია. მათ მუშაობა დღეიდან დაიწყეს.
- ბელა წიფურია - ლიტერატურათმცოდნე;
- რეზო თაბუკაშვილი - მწერალი;
- ლელა კოდალაშვილი - მწერალი, კრიტიკოსი;
- ოქტაი ქაზუმოვი - ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი;
- იოსებ ჭუმბურიძე - პუბლიცისტი.
ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულების ვინაობა ფარული კენჭისყრის შემდეგ გახდება ცნობილი. ლიტერატურული პრემიის საპრიზო ფონდი 30 000 ლარია, ხოლო 6 ნომინაციიდან თითოეულში გამარჯვებული ფულად პრემიას, 5 000 ლარს, მიიღებს.
წულუკიანის და კულტურის სამინისტროს მიზეზით ლიტერას კონკურსი დატოვეს მწერლებმა, ტორესა მოსიმ და მათე სარალიშვილმა და დიზაინერმა ნატალია ავალიანმა.
ტორესა მოსიმ კულტურის სამინისტროს ბოიკოტი ჯერ კიდევ 22 ივლისს გამოუცხადა, როდესაც თეა წულუკიანმა მთავარი არხის ჟურნალისტს ემა გოგოხიას მიკროფონი სენაკის თეატრში წაართვა და შეურაცხყოფა მიაყენა. უხეშად წართმევის შემდეგ, მინისტრმა მთავარი არხის მიკროფონით დაიწყო საუბარი და ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა. წულუკიანი ჟურნალისტს უთხრა: "ემა, მოდი, აბა თქვი, ბიძინას გაუმარ...". მანვე Facebook-ზე გამოაქვეყნა ფოტო და დაწერა, რომ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ ამ მიკროფონით უნდა "გვაუწყოს". მინისტრის აზრით, ამ საქციელით ჟურნალისტი განაიარაღა.
პრემია ლიტერა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დაარსეს და მას შემდეგ ყოველწლიურად გაიცემა 6 ნომინაციაში:
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული;
- წლის საუკეთესო რომანი;
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული;
- წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა;
- წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი;
- წლის საუკეთესო დებიუტი.
კონკურსანტების მოკლე სიას ჟიური ნოემბრის დასაწყისში წარადგენს, გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია კი 2021 წლის დეკემბერში გაიმართება.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები