ახლა გადავდივართ მესამე ტალღის შემდგომ პიკს, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 10-14 დღე — გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია და ახლა გადავდივართ მესამე ტალღის შემდგომ პიკს, რომელიც შეიძლება 10 დღიდან 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდეს. მისი თქმით, ამის შემდეგ სავარაუდოა ქვესვლა, ოღონდ ნელი ტემპით.
"დღეს გვაქვს მესამე ტალღის შემდგომი განვითარება, ანუ ზესვლა, ან თუ გინდათ დაარქვით მეოთხე ტალღის დასაწყისი. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, სახელს რას ვუწოდებთ. ფაქტია, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში გაუარესებულია. თუმცა რასაც ვპროგნოზირებდით, ბოლოს სამი დღის განმავლობაში აბსოლუტურ რიცხვში კი იზრდება რაოდენობა, მაგრამ ტემპი ზრდისა ოდნავ შემცირებულა. ეს გარკვეულად გვაძლევს იმის საშუალებას, ვიფიქროთ და ჰელსმეტრიკის ინსტიტუტიც გვეუბნება, რომ ჩვენ ახლა გადავდივართ შემდგომ პიკს, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს კიდევ დაახლოებით 10 დღე-2 კვირა და შემდეგ უნდა იყოს უკვე ქვესვლა, მაგრამ ნელი ტემპით", — ამბობს გამყრელიძე.
გამყრელიძე ხაზს უსვამს, რომ ამის შესაკავებლად ერთადერთი გზა ვაქცინაციაა, ასევე, აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა — პირბადის ტარება ყველგან, მათ შორის ღია სივრცეებში და განსაკუთრებით მაშინ, როცა დისტანციის შენარჩუნება შეუძლებელია. ის საუბრობს დიდი თავშეყრებისგან თავშეკავებაზეც და დასძენს, რომ ყველა ეპიდაფეთქება იწყება აქედან, იქნება ეს ქორწილი, ქელეხი, დაბადების დღე თუ გამოსაშვები საღამო.
მისი რეკომენდაციაა, შეკრებებზე მივიდნენ ის ადამიანები, რომლებიც არიან ორჯერადად აცრილები ან წინასწარ გაიკეთებენ ტესტს.
30 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 712 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 561, ხოლო გარდაიცვალა — 25 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6,93%, ბოლო 7 დღის მანძილზე — 7,09%, ხოლო 14 დღის მანძილზე — 6,59%.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები