ჯანდაცვის სექტორში საწოლფონდთან მიმართებაში ვართ უკვე გარკვეულ ზღვარზე — ტიკარაძე

ფოტო: საქართველოს მთავრობა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სექტორში საწოლფონდთან დაკავშირებით გარკვეულ ზღვარზე არიან. მისი თქმით, ყოველდღე მიდის ამაზე მუშაობა, თუმცა რესურსი სულ უფრო და უფრო ნაკლებია.
"ასევე, გასათვალიწინებელია ექიმების გადაღლილობა, რომლებიც უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია ამ რეჟიმში მუშაობენ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩვენი საზოგადოების გონიერების, რომ ისინი დაუდგებიან გვერდით როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე თითოეულ ექიმს და თავს შეიკავებენ იმ ღონისძიებებისგან, რომლებიც მთავარი ბუსტერებია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის", — განაცხადა მან.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდპაციენტებისთვის მაქსიმუმ 8 000 საწოლის გამოყენება შეუძლიათ. მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, 4 აგვისტოს მდგომარეობით, 7 000-მდე საწოლია მობილიზებული და დამატებითი კლინიკები და სასტუმროები ერთვებიან, თუმცა მას ზუსტი რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.
6 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 780 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 052, ხოლო გარდაიცვალა — 30 ადამიანი.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- როგორ უნდა გამოვიყენოთ და დავამუშავოთ მრავალჯერადი პირბადეები
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები