გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებთა უსაფრთხოება მნიშვნელოვანი გამოწვევაა — სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ხელისუფლებას მოუწოდებს პრიორიტეტად დაისახოს გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა.
"გამყოფი ხაზის გარშემო სოფლების (მთლიანობაში 116 სოფელი, რომელიც გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, ონის, საჩხერის, წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სოფელს მოიცავს) მდგომარეობის ანალიზი აჩვენებს, რომ ომით დაზარალებული მოსახლეობის ნაწილი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, მათ დიდ ნაწილს კი შეზღუდული აქვს წვდომა სასიცოცხლო რესურსებსა და საბაზისო სოციალურ ინფრასტრუქტურაზე, მაგალითად როგორიცაა, სასმელი წყალი, სარწყავი წყალი, საძოვრები, ამბულატორიები, საბავშვო ბაღები", — ვკითხულობთ სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების ნაწილში პოლიციის პოსტი განთავსებული არ არის და ადგილობრივები უსაფრთხოების მუდმივი რისკის წინაშე დგანან.
სოციალური სამართლიანობის ცენტრში აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამები იმ სოფლებისთვის, რომელთა ნაწილი უკანონო ბორდერიზაციის შედეგად საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა, შედეგად კი მოსახლეობამ საძოვრების, ბაღების რესურსის ნაწილი დაკარგა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრში ხაზს უსვამენ საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის საჭიროებას და აცხადებენ, რომ ომიდან 13 წლის შემდეგაც მოსახლეობას ომის ნანგრევებში უწევს ცხოვრება.
ორგანიზაციაში საუბრობენ კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მიგრაციის მაღალ მაჩვენებელზე და სახელმწიფოს ახალგაზრდული პოლიტიკის არარსებობის გამო მათი დიდი ნაწილი სოფლებს ტოვებს.
"ჩვენს სრულად ვიზიარებთ, რომ ამ მხარდაჭერასა და ინტერვენციებს დიდი ოდენობით ფინანსური რესურსების მობილიზება სჭირდება, თუმცა მაინც ბუნდოვანია, ომიდან 13 წლის თავზეც რატომ გამოიყურება ეს სოფლები ასე ჩამორჩენილად, ღარიბად და მიტოვებულად. ამ მდგომარეობაზე ადგილობრივი მოსახლეობა ჩვენთან გულისტკივილით უთითებს, რომ მათ რჩებათ განცდა, რომ ამ სოფლების გამაგრების ინტერესი ხელისუფლებას არ აქვს", — აცხადებენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მთავრობას მოუწოდებს დამატებითი და საგანგებო ძალიხმევა გაწიოს გამყოფი ხაზის გარშემო სოფლებში მცხოვრები ომით დაზარალებული მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერისთვის. ასევე, გადახედოს ამ სოფლებში უსაფრთხოების გეგმებს და პოლიციის პუნქტების გამართვისა და პატრულირების.
2008 წლის ომის დაწყებიდან 13 წელი გავიდა, თუმცა რუსეთი დღემდე არღვევს სუვერენული სახელმწიფოს საზღვრებს, იტაცებს ხალხს და ცივი ომის პირობებში აცხოვრებს საქართველოს.
2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქართველოს ყველა ძირითადი სარჩელი დააკმაყოფილა. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლო გაიზიარა საქართველოს პოზიცია და ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის (კონვენციის მე-3 მუხლი) რუსეთი დაადანაშაულა. ასევე, სასამართლოს დიდმა პალატამ, კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად, რაც სიცოცხლის უფლებას გულისხმობს, ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისთვის რუსეთის პასუხისმგებლობა დაადგინა.
აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორი 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომში დაიჭრა/დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო მოსამსახურე.
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
კომენტარები