გვარამიას თქმით, სუს-ს მისი შესაძლო ლიკვიდაციის გეგმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიას თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ იგეგმება მისი ლიკვიდაცია. ის დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა და როგორც ამბობს, უწყებას საკითხთან დაკავშირებით მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მიაწოდა.
"ინფორმაცია ეხება, ჩემი ფიზიკური ლიკვიდაციის დაგეგმვას. ეს ასე ბევრჯერ უთქვამთ, მაგრამ, [ამჯერად] ზედმეტად დეტალური იყო იმისთვის, რომ ყურადღება არ მიმექცია [...] გულწრფელად გითხრათ, ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ დაშინების მცდელობაა, რაც ფუჭია, ან რაღაც პროვოკაცია, თუმცა იმდენად დეტალურია ეს ინფორმაცია, რომ დაშვება შესაძლებელია, რომ ეს სიმართლე იყოს", — განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ის ამბობს, რომ ეს ინფორმაცია 10 დღეზე მეტია რაც აქვს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უცხოელი პარტნიორებისა და სახალხო დამცველის რჩევით მიმართა.
გვარამია არ ასახელებს ინფორმაციის წყაროს, თუმცა მიანიშნებს, რომ ამ საქმის უკან რუსეთი დგას.
"ორი რამის გამო მოვედი აქ. პირველი, სული ტკბილია და მნიშვნელოვანი არის ჩემთვის ცოცხალი ვიქნები თუ არა, მაგრამ, ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობის საკითხია ის, რომ თუ ჩემს წინააღმდეგ რამე მოხდა, ეს მნიშვნელოვან პრობლემებს გამოიწვევს ამ ქვეყანაში. ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ და ეს პრობლემები ხელსაყრელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთი სახლემწიფოსთვის. ამ სახელმწიფოს ჰქვია რუსეთი და იმ ადამიანებისთვის, ვინც აქ რუსულ პოლიტიკას ატარებს. ამიტომ, ჩემთვის ეს როგორც პირადი საკითხია, ასევე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა", — განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მან აღნიშნა ისიც, რომ სუს-ში სახელმწიფო დაცვით უზრუნველყოფა შესთავაზეს, თუმცა ამ წინადადებას ჯერჯერობით არ დათანხმებულა.
ნიკა გვარამია სუს-ში გუშინაც იმყოფებოდა. გამოკითხვის შემდეგ მან განაცხადა, რომ საქმე ეხება მის წინააღმდეგ დაგეგმილ "ტერორისტულ აქტს".
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები