ივლისში უცხოური ვიზიტების რაოდენობამ პანდემიური პერიოდის რეკორდი მოხსნა
ივლისში საქართველოში 230,9 ათასი უცხოური ვიზიტი განხორციელდა, რაც პანდემიური პერიოდის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამავე თვეში უცხოური ვიზიტების რაოდენობის წლიური ზრდა 403,7% იყო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ტურიზმის მიმდინარე მაჩვენებლები ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2019 წლის მონაცემებს: 2021 წლის ივლისში, 2019 წლის იმავე თვესთან შედარებით, უცხოური ვიზიტების რაოდენობა 73,8%-ით არის შემცირებული.
მიმდინარე წლის ივლისში ვიზიტორთა ძირითადი ნაწილი თურქეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან შემოვიდა. ამ სამი ქვეყნიდან განხორციელებული ვიზიტების წილი საქართველოში შემოსულ სტუმრების მთლიან რაოდენობაში 36,6% იყო.
სტატისტიკის მიხედვით, ვიზიტების ძირითადი ნაწილი, 60% საჰაერო გზით, 39% — სახმელეთო, 0,8% — სარკინიგზო, ხოლო 0,2% საზღვაო გზით განხორციელდა.
რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის მაჩვენებლებს, როგორც საზღვრის კვეთის მონაცემებიდან ხდება ცნობილი, 2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში სულ 695 ათასი უცხოური ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 45,5%-ით, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივლისის მონაცემს 83%-ით ჩამორჩება.
ამ ეტაპისთვის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მონაცემებია ცნობილი, რომლის მიხედვითაც იანვარ-ივნისში უცხოური ტურიზმიდან 299,8 მილიონი აშშ დოლარი მივიღეთ, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 34%-ით ჩამორჩება. 2020 წლის პირველ ნახევარში ტურიზმიდან ქვეყანაში 456,5 მილიონი დოლარი შემოვიდა. როგორც ცნობილია, ტურიზმის მაჩვენებლების დრამატულად შემცირება პანდემიამ გამოიწვია.
როგორც სტატისტიკა აჩვენებს 2020 წლის პირველ ნახევარში, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 79%-ით არის შემცირებული, რადგან 2019 წლის იანვარ-ივნისში ტურიზმმა 1,46 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოგვიტანა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში როგორც ვიზიტების, ასევე ამ ვიზიტებიდან მიღებული შემოსავლების მატება შეინიშნება, თუმცა არსებული სტატისტიკით, ტურიზმის მაჩვენებლები პანდემიამდელ მონაცემებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები