ბაიდენი ავღანეთში გასაგზავნი სამხედროების რაოდენობას 5000-მდე ზრდის
აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, საელჩოს წარმომადგენლებისა და პერსონალის ავღანეთიდან უსაფრთხოდ გამოყვანის მიზნით ავღანეთში დამატებით სამხედრო ძალებს გააგზავნის. ავღანეთში 3 000 სამხედროს ნაცვლად, 5 000 გაემგზავრება. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
"ჩვენი დიპლომატიური, სამხედრო და სადაზვერვო გუნდის რეკომენდაციების საფუძველზე, მე გადავწყვიტე, დაახლოებით, 5 000 ამერიკელი სამხედროს გაგზავნა, რათა დავრწმუნდე, რომ ამერიკის, ასევე, სხვა მოკავშირეების პერსონალების უსაფრთხოდ გამოყვანა მოხდება", — განაცხადა ბაიდენმა.
14 აგვისტოს თალიბანმა ჩრდილოეთ ავღანეთის მთავარი ქალაქი, მაზარ-ი-შარიფი აიღო და კიდევ უფრო მიუახლოვდა ქაბულს, საიდანაც დასავლეთის ქვეყნები მათი მოქალაქეების ევაკუაციას ცდილობენ. ამასთან, დაიკავა ქაბულიდან 70 კილომეტრში მდებარე ქალაქი, პულ-ე-ლამიც. 13 აგვისტოს მათ ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქი, ყანდაარი აიღეს, ხოლო 12 აგვისტოს ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქი — ჰერათი, რის შემდეგაც აშშ-მ მოუწოდა ამერიკელებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ავღანეთი და დასახმარებლად სამხედროების გაგზავნა გადაწყვიტა.
ავღანეთში ძალადობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც აშშ-მა და სხვა საერთაშორისო ძალებმა 20-წლიანი სამხედრო ოპერაციების შემდეგ, 1 მაისიდან ქვეყნიდან ჯარების გაყვანა დაიწყეს. აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს, დასრულდება. აშშ-მ მთავარი სტრატეგიული წერტილი — ბაგრამის ავიაბაზა, უკვე დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი რჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ. ივნისის ბოლოს The Wall Street Journal-მა აშშ-ის დაზვერვის სამსახურთან დაახლოებული პირების ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა, რომ დაზვერვის სამსახურის დასკვნით, რომელიც ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, აშშ-ის ძალების მიერ ავღანეთის დატოვებიდან 6 თვეში შესაძლოა, ქაბულის მთავრობა დაეცეს.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
კომენტარები