ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად საგარეო ქაბულში თვითმფრინავის გაშვებას აპირებს
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, მთავრობა ცალკე თვითმფრინავს გააგზავნის ქაბულში, საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად.
"მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მთავრობა გააგზავნის ცალკე ბორტს მათ წამოსაყვანად. შესაბამისად, ახლა მიმდინარეობს, ნებართვებთან დაკავშირებული სამუშაოები და ჩვენი თვითმფრინავი ჩაფრინდება ქაბულში და უზრუნველყოფს უკვე მათ წამოყვანას ჩვენი ბორტით", — განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
ხვთისიაშვილის თქმით, სამინისტრომ არ იცოდა რომ ავღანეთში საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. მისი თქმით, ისინი გუშინ დაუკავშირდნენ და დახმარება სთხოვეს, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ მათი გამოყვანა პარტნიორი ქვეყნების ავიარეისებით. ხვთისიაშვილის ინფორმაციით, გუშინ, 15 აგვისტოს დღის 2 საათიდან პარტნიორი ქვეყნების ოთხი რეისი გამოფრინდა ქაბულიდან, რომლებიც მზად იყვნენ საქართველოს მოქალაქეები წამოეყვანათ, თუმცა მათ აეროპორტში მისვლა ვერ მოახერხეს.
"პარტნიორ ქვეყნებთან გვქონდა საუბარი, მათი მხრიდან არის დასტური, რომ მათი გამოყვანა მოხერხდება, თუ ისინი აეროპორტში მოხვდებიან. რამდენიმე რეისი არის კიდევ დაგეგმილი. მათ სამწუხაროდ ვერ მოახერხეს ღამის განმავლობაში აეროპორტში მისვლა, მდგომარეობა იყო დაძაბული, ამიტომ არჩიეს დარჩენილიყვნენ ბაზაზე", — განმარტავს ხვთისიაშვილი.
მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეები ავღანეთის სხვადასხვა ტერიტორიიდან ქაბულში თურქული ჯავშნიანი მანქანებით გადაჰყავთ.
"ახლა ვმუშაობთ უკვე მათი საკუთარი ბაზიდან ქაბულის აეროპორტში გადასაყვანად. თურქულმა მხარემ დაგვიდასტურა მზაობა, რომ დაგვეხმარებიან, რომ ისინი მიიყვანონ ჯავშნიანი მანქანებით ქაბულის აეროპორტში. ახლა მიმდინარეობს ოპერაცია და უახლოეს მომავალში იმედია, ისინი ქაბულის აეროპორტში იქნებიან მიყვანილი, საიდანაც ჩვენი პარტნიორები უზრუნველყოფენ მათ ჩამოყვანას საქართველოში", — განაცხადა ხვთისიაშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები მოქალაქეები არიან ყოფილი სამხედროები, რომლებიც ამჟამად კერძო კომპანიებში მუშაობენ.
მას შემდეგ, რაც ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა და მებრძოლები ქაბულში შევიდნენ, თალიბანმა ავღანეთში ომი დასრულებულად გამოაცხადა.
გაიგე მეტი:
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები