დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მსჯელობა მიმდინარეობს 12 წელსა და ზემოთ ასაკის მოზარდების ვაქცინაციაზე და როგორც კი მსხვილი მარეგულირებლები შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ, საქართველოშიც დაიწყება მათი აცრა. გამყრელიძე ვარაუდობს, რომ ეს შემოდგომაზე იქნება.

"ეს მსჯელობა ნამდვილად მიმდინარეობს, როგორც იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტში, ისე საკოორდინაციო საბჭოზე და ჩვენ ამ თვალსაზრისით ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას, სადაც იგივე იხილება. მოგეხსენებათ, ბევრმა ქვეყანამ თავისი მარეგულირებლის დასკვნების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და ცრიან 12 წლის ასაკიდან ზემოთ მოზარდებს, ძირითადად, Pfizer-ითა და Moderna-თი, ამ ორი ვაქცინით, რადგან კლინიკური კვლევები ამ ორი ვაქცინის ამ ასაკში უკვე დიდი ხანია დამთავრებულია და საკმაოდ ეფექტურია.

ჩვენ ველოდებით ჯანმოს და ევროპის წამლის სააგენტოს რეკომენდაციებს. როგორც კი ეს რეკომენდაციები იქნება ძლიერი მარეგულირებლების, რა თქმა უნდა, ჩვენც ამ საკითხს და მე ვფიქრობ, რომ შემოდგომაზე დავიწყებთ თანდათან ამ ასაკის აცრებს", — განაცხადა მან.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ბრძანების მიხედვით, საქართველოში 16 წლის ასაკიდან მოქალაქეების აცრა 21 ივლისიდან დაშვებულია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: