თალიბანის ასობით მებრძოლი პანჯშირის ხეობის ასაღებად მიემართება — Aljazeera
თალიბანმა პანჯშირის ხეობაში, რასაც ჯერჯერობით ვერ აკონტროლებენ, ასობით მებრძოლი გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. თუმცა, ხეობაში მათი ქმედებების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
პანჯშირის ხეობას, რომელიც ქაბულიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 90 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, ავღანეთისთვის ისტორიული და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს — თავის დროზე ამ ხეობაში ჩამოყალიბდა ეროვნული ანტითალიბანური მოძრაობა, რომელსაც სათავეში სამხედრო მეთაური აჰმად მასუდი ედგა. დღესაც ეს ხეობა ანტითალიბანურ საყრდენს წარმოადგენს. აქ მოიყარეს თავი ანტითალიბანურმა ძალებმა და მათ შორის არის აჰმად მასუდის შვილი, აჰმად მასუდი. The Washington Post-ის ინფორმაციით, თალიბანის მოწინააღმდეგეთა გაერთიანებას სათავეში უდგანან ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი, ამრულაჰ სალეჰი და უმცროსი აჰმად მასუდი.
ორშაბათს, 16 აგვისტოს, თალიბანის სპიკერმა, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ საკითხის მოგვარება მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით სურთ. ამასთანავე, აჰმად მასუდმა, რომელიც თალიბანის მოწინააღმდეგე ძალებს უდგას სათავეში, Aljazeera-სთან ინტერვიუში თქვა, რომ იმედს იტოვებს ისინი შეძლებენ მშვიდობიან მოლაპარაკებებს, თუმცა მისი სამხედრო ძალები ბრძოლისთვის მზად არიან.
"ჩვენ გვსურს, თალიბანმა გააცნობიეროს, რომ წინსვლის ერთადერთი საშუალება მოლაპარაკებაა. ჩვენ არ გვინდა ომის დაწყება", — ამბობს მასუდი.
აჰმად მასუდი ქაბულში ინკლუზიურ, მრავალფეროვან მთავრობას მოითხოვს, რომელიც ავღანეთის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების მიერ იქნება წარმოდგენილი. მისი თქმით, ტოტალიტარული რეჟიმი არ უნდა იყოს აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ.
ავღანეთის კონფლიქტის შესახებ დამატებითი ინფრომაციისთვის გაეცანით On.ge-ს მასალებს:
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები