ენმ-მ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა
ნაციონალური მოძრაობა მიშელის შეთანხმებას შეუერთდა. დოკუმენტზე ხელმოსაწერად ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია და სხვა ლიდერები მივიდნენ.
ხელმოწერის შემდეგ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით მართ ქართული ოცნება შებოჭეს და არ მისცემენ საშუალებას გავიდნენ დასავლური სივრციდან.
"სანამ ისინი წარმოადგენენ ოფიციალურ პირებს და წარმოადგენენ სახელმწიფოს, ჩვენ არ უნდა მივცეთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, სტრატეგიულ მეგობრებს, იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქვეყანაში და ქართველ ხალხს, იმის გამო რომ არასაიმედო ხელისუფლება გვყავს ზურგი აქციონ. ამისათვის ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, რომელიც ცნობილი იყო გარკვეულ დებულებებთან მიმართებაში, რაც გაწერილი იყო 19 აპრილის შეთანხმებაში, მაგრამ ეს ყველაფერი დღეს არის მე-100 და ალბათ მე-200 ხარისხოვანიც კი", — განაცხადა მელიამ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ.
მელიას თქმით, ბოლო პერიოდში ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები ღიად ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებენ, რაც მისივე შეფასებით, ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილების მცდელობაზე მიუთითებს.
"წარმოიდგინეთ ყოფნით კადნიერება ქართულ ოცნებაში მაღალი თანამდებობის პირებს, და საუბრობენ, რომ ევროკავშირს სურს თურმე სახელოვანი ქართული სასამართლო სისტემის და შესაბამისად ისინი არ თვლიან საჭიროდ მიიღონ ამ მიმართულებით დახმარება ჩვენი პარტნიორებისგან. ისინი არ ერიდებიან მაგალითად ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორის ესტონეთის გაკრიტიკებას და მოუწოდებენ ესტონეთს, როგორც სახელმწიფოს, რომ მიხედონ საკუთარ თავს. ისინი აკრიტიკებენ ყველა პრაქტიკულად ევროპარლამენტარს და ეუბნებიან რომ თქვენ არ ხართ ჩვენი უფროსები", — აცხადებს მელია.
გუშინ, 1-ელ სექტემბერს ნიკა მელიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პარტია შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერს. მისივე თქმით, ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარებაზე უარის თქმა და ქართული ოცნების ბოლო განცხადებები არის ღია პოლიტიკური განაცხადი საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე და სწორედ ეს გახდა მათთვის ბიძგი, რომ შეთანხმებისთვის ხელი მოეწერათ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები