მთავრობა აიღებს თუ არა დახმარებას, რეფორმები მაინც უნდა გააგრძელოს, რომ დაკარგული ნდობა აღიდგინონ — იუკნევიჩიენე
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეს განცხადებით, ხელისუფლების უარი ევროკავშირის დახმარებაზე, პირდაპირ მეტყველებს, რომ მთავრობას არ სურს რეფორმების გატარება. მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს აიღებენ თუ არა ამ დახმარებას, მაინც უნდა გააგრძელონ რეფორმები, რადგან აღიდგინონ ნდობა.
"სამწუხაროდ, ბოლო დროს მმართველი პარტიისგან ძალიან ბევრი მესიჯი მოდის ევროკავშირთან დაკავშირებით. მათ შორის 19 აპრილის შეთანხმების ხელშეკრულებიდან გასვლა, ქუჩაში მომხდარი ძალადობა, ჟურნალისტებზე შეტევა, რომელსაც მთავრობის მხრიდან არ მოჰყოლია შესაბამისი რეაქცია, ევროკავშირის დროშის ჩამოგდება და დაწვა. ევროკავშირის დახმარებას ყოველთვის ახლდა პირობითობა, ხელისუფლების უარი ევროკავშირს, პირდაპირ მეტყველებს იმაზე რომ მთავრობაა არ სურს რეფორმების გატარება", — თქვა რასა იუკნევიჩიენემ მთავარი არხის ეთერში.
რასა იუკნევიჩიეს შეფასებით, "ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არის საქართველოს ევროპული გზის წინააღმდეგ მიმართული". ევროპარლამენტარი განმარტავს, რომ დახმარება კეთდება საქართველოს მოქალაქეებისთვის და არა თავად ევროპისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის.
"საქართველომ უნდა აღიდგინოს ნდობა საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც ახლა დაზიანებული და დაკარგულია. მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს საზოგადოების ნება, რომელსაც ევროპული მომავალი უნდა. ქართველმა ხალხმა კი ნათლად უნდა თქვას, ეთანხმებიან თუ არა ისინი ხელისუფლების მხრიდან ევროპული გზის უარყოფას, ევროკავშირის წევრობაზე უარის თქმას. ამის გარკვევის გზა გამჭვირვალე არჩევნებია და იმედია ოქტომბერში ჩვენ ამას ვნახავთ", — აღნიშნა რასა იუკნევიჩიენემ. [მთავარი არხის თარგმანი]
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უარის თქმის შესახებ განცხადება გუშინ, 31 აგვისტოს გააკეთა. სწორედ ამას გამოეხმაურა რამდენიმე ევროპარლამენტარი. მაგალითად, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ დაასწრო ევროკავშირს, რადგან ჰქონდა მოლოდინი, რომ პირობების არშესრულების გამო დახმარებას ვერ მიიღებდნენ. ანდრიუს კუბილიუსის თქმით კი, საქართველოს მთავრობის მხრიდან ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილის არაღება ნიშნავს, რომ ხელისუფლება არ არის მზად იმ პირობების შესასრულებლად, რომლებიც დახმარების მისაღებად არის საჭირო.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ევროკავშირიც. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის, ჟულიენ კრამპის განცხადებით, პატივს სცემენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, არ მიიღოს ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ საქართველომ მისი მიღების პირობები ვერ შეასრულა. ევროკავშირის განცხადებით, საქართველოსთვის გასაცემი დახმარება დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე.
პრემიერმინისტრმა, ირაკკლი ღარიბაშვილმა დღეს ასევე თქვა, რომ ევროპარლამენტარი მისი უფროსი "არ არი". მის ამ განცხადებას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი გამოეხმაურა, მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ღარიბაშვილის უფროსობა "ძალიან მაცდური კარიერული პერსპექტივაა".
გაიგე მეტი:
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები