თალიბანი აცხადებს, რომ უკვე პანჯშირიც მათ ხელშია, ეროვნული ფრონტის თქმით, ბრძოლა გრძელდება
თალიბანი აცხადებს, რომ ქაბულის აღებიდან 3 კვირაში ავღანეთის ბოლო პროვინცია — პანჯშირიც მათ ხელშია. ამის შესახებ ინფორმაციას Al jazeera ავრცელებს.
"ამ გამარჯვებით ჩვენმა ქვეყანამ საბოლოოდ დააღწია თავი ომის ჭაობს", — განაცხადა თალიბანის მთავარმა სპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა 6 სექტემბერს.
ამ ინფორმაციას არ ადასტურებს ანტითალიბანური ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი (NRF), რომელსაც აჰმად მასუდი ხელმძღვანელობს. მისი წევრია ასევე ქვეყნის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, ამრულა სალეჰიც, რომელმაც თავი ავღანეთის კანონიერ პრეზიდენტად გამოაცხადა და ქვეყანაში თალიბების მმართველობის დამყარების შემდეგაც დარჩა.
ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი ამბობდა, რომ დანებებას არ აპირებს და თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს, ხოლო 6 აგვისტოს სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ პანჯშირში მძიმე შეტაკებები დაიწყო და მათმა მებრძოლებმა თალიბანს ოთხივე მხრიდან შეუტიეს. მოგვიანებით, Twitter-ზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს შეტაკება ფრონტის გამარჯვებით დასრულდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მედიებში დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯეროით არ ვრცელდება.
2021 წლის 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანა პირველ მაისს დაიწყებოდა და 31 აგვისტომდე დასრულდებოდა. ავღანეთიდან აშშ-ის ძალების გასვლის შემდეგ, თალიბანმა ქაბულის აღებაც მალე შეძლო — პრეზიდენტი გაიქცა, თალიბებმა ძალაუფლება მოიპოვეს.
მათ ხელისუფლების ყველა წარმომადგენლისათვის საყოველთაო "ამნისტია გამოაცხადეს" და მთავრობაში ქალები მიიწვიეს. მათი მტკიცებით, ხალხს შეუძლია, დაუბრუნდეს თავის რუტინულ ყოველდღიურობას, თუმცა ამის ფონზე, დევნიან მოქალაქეებს, ქალებს, რომლის ჩაცმის სტილიც არ მოსწონთ, ჟურნალისტებს. ძალაუფლების მიღების შემდეგ თალიბებმა არაერთი ადამიანი მოკლეს და დაჭრეს, მათ შორის, ისინი, ვინც ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდნენ.
31 აგვისტოს ოფიციალურად დასრულდა ევაკუაციის პროცესი და 20-წლიანი ომის შემდეგ ავღანეთი უკანასკნელმა ამერიკელმა სამხედრომაც დატოვა. ქაბულის აეროპორტს ახლა თალიბები აკონტროლებენ.
გაიგე მეტი:
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
-
-
გადახედვაბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
-
გადახედვარომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი რომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი
-
გადახედვაქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა ქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა
-
გადახედვაიმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი იმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვაChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს ChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს
-
გადახედვამიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა მიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა
-
-
გადახედვაამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი ამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი
-
გადახედვაინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა ინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა
-
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნისას დროის აღქმა იცვლება ახალი კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნისას დროის აღქმა იცვლება
-
გადახედვაროგორ გადაურჩნენ ადრეული ადამიანები კლიმატის ცვლილებას — კვლევა როგორ გადაურჩნენ ადრეული ადამიანები კლიმატის ცვლილებას — კვლევა
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც სხვადასხვა დროს, თელავში 4 ბინა გაქურდა დააკავეს პირი, რომელმაც სხვადასხვა დროს, თელავში 4 ბინა გაქურდა
-
გადახედვატერაქტზე პუტინის ვერსიის მის გარემოცვასაც არ სჯერა, უყვება ბლუმბერგს კრემლთან დაკავშირებული 4 წყარო ტერაქტზე პუტინის ვერსიის მის გარემოცვასაც არ სჯერა, უყვება ბლუმბერგს კრემლთან დაკავშირებული 4 წყარო
-
გადახედვანახეთ: ჰაბლმა ვარსკვლავის დაბადება გადაიღო ნახეთ: ჰაბლმა ვარსკვლავის დაბადება გადაიღო
-
გადახედვაOn.ge-ის 5 ახალი კროსვორდი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს On.ge-ის 5 ახალი კროსვორდი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს
-
-
გადახედვაგიორგი გიგაშვილს Terrence Judd-Hallé-ს ჯილდო გადაეცა გიორგი გიგაშვილს Terrence Judd-Hallé-ს ჯილდო გადაეცა
-
გადახედვაკობახიძემ და პაპუაშვილმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენზე წარადგინეს კობახიძემ და პაპუაშვილმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენზე წარადგინეს
კომენტარები