ქვეყნები, საიდანაც მეორე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მივიღეთ
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა საქართველოსთვის კვლავ გამოწვევად რჩება. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში სულ 234,2 მილიონი დოლარის მოცულობის FDI შემოვიდა. ეს მონაცემი გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 2,6%-ით ნაკლებია.
საქსტატის მიერ გავრცელებულ რელიზში, ინვესტიციების კლების უმთავრეს მიზეზად სააქციო კაპიტალის შემცირება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში და სასესხო ვალდებულების დაფარვა სახელდება.
ქვეყნებს შორის, საიდანაც საქართველოში ინვესტიციები შემოდის პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო — 77,1 მილიონი დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32,9%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ნიდერლანდები — 31,5 მილიონი დოლარით (13,5%), ხოლო მესამეზე ჩეხეთი — 30,8 მილიონი დოლარით (13,2%).
იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მივიღეთ ასეთია:
- გაერთიანებული სამეფო — 77,1 მილიონი დოლარი;
- ნიდერლანდები — 31,5 მილიონი დოლარი;
- ჩეხეთი — 30,8 მილიონი დოლარი;
- იაპონია — 24,5 მილიონი დოლარი;
- თურქეთი — 21,1 მილიონი დოლარი;
- ლუქსემბურგი — 15,5 მილიონი დოლარი;
- შვეიცარია — 11,6 მილიონი დოლარი;
- მალტა — 9,5 მილიონი დოლარი;
- მარშალის კუნძულები — 7,9 მილიონი დოლარი;
- დანარჩენი ქვეყნები — 4,6 მილიონი დოლარი;
გაერთიანებული სამეფოდან FDI-ს შედარებით მაღალი მაჩვენებელი, სავარაუდოდ, იმით არის გამოწვეული, რომ ქვეყანაში მოქმედი რამდენიმე ქართული საფინანსო კომპანია (საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, "საქართველოს კაპიტალი") დიდ ბრიტანეთში, ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან წარმოდგენილნი, შესაბამისად, მათ მიერ საქართველოში ჩადებული თანხები უცხოურ ინვესტიციებად განიხილება.
თუ გასული წლების ინვესტიციების მონაცემებს გადავხედადავთ, ვნახავთ, რომ 2017 წლის შემდეგ FDI-ის მოცულობა წლიურ ჭრილში მუდმივად კლებადია. ამ მხრივ გამორჩეული იყო 2020 წელი, როდესაც საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა დრამატულად შემცირდა.
2020 წელს ქვეყანაში სულ 572 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ეს მონაცემი 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 57,2%-ით არის შემცირებული. FDI-ს ამაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლოს 2005 წელს დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანაში 452,8 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები