მმართველი პარტია საუბნო კომისიებს პარტაქტივით აკომპლექტებს — სამოქალაქო საარჩევნო კომისია
სამოქალაქო საარჩევნო კომისიის განცხადებით, ქართული ოცნება საუბნო კომისიებს პარტაქტივით აკომპლექტებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის წარმომადგნელებმა ისაუბრეს და 20-ზე მეტი ვიდეო კადრი გაავრცელეს, სადაც მათი თქმით, აღნიშნული პროცესია ასახული.
"საუბნო საარჩევნო კომისიებში საკვანძო თანამდებობების არჩევის პროცესი იმიტირებულია და რეალურად, პოზიციებს ქართული ოცნების მიერ წინასწარ განსაზღვრული პირები იკავებენ", — აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
აქტივისტისა და სამოქალაქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის, შოთა დიღმელაშვილის თქმით, ქართული ოცნების მიერ წინასწარ შერჩეული კანდიდატების დანიშვნა ხდება საუბნო კომისიების საკვანძო თანამდებობებზე, როგორიცაა კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი.
საარჩევნო სისტემების სპეციალისტისა და სამოქალაქო კომისიის იდეის ავტორის, აკაკი კობალაძის განცხადებით კი, ისინი კომისიის წევრების თანამდებობაზე არჩევას 25 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე აკვირდებოდნენ. კობალაძე მოუწოდებს ქართულ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომ მათ მიერ გავრცელებული ფაქტები შეისწავლონ და მიმართავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ პროცესი გამჭვირვალედ წარმართოს.
"მოვუწოდებთ ცესკოს, რომ მათ კიდევ ერთხელ, მართლაც გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩაატარონ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მოუწევთ აღიარება, რომ საქართველოში არჩევნებს ატარებს არა ცესკო, არამედ ქართული ოცნება", — განაცხადა მან.
On.ge აღნიშნულზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც დაუკავშირდა. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
3 სექტემბერს მოძრაობა სირცხვილიამ და საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციამ სამოქალაქო საარჩევნო კომისია დააფუძნეს. მათი განმარტებით, კომისია წინასაარჩევნო მონიტორინგს აწარმოებს და ალტერნატიული დათვლის შედეგებს გაავრცელებს, რისი მიზანიც საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, არჩევნების გამჭვირვალედ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებაა.
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
კომენტარები