ცესკოს მტკიცებით, საოლქო საარჩევნო კომისიების მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები და ზეწოლა მიმდინარეობს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მტკიცებით, საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლა მიმდინარეობს, რითაც ისინი საარჩევნო კომისიების საქმიანობის ხელისშეშლასა და საარჩევნო პროცესის დაზიანებას ცდილობენ. ამის შესახებ უწყების პრესსპიკერმა დღეს, 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, "უსაფუძვლო ბრალდებები და ზეწოლა" განსაკუთრებით საოლქო საარჩევნო კომისიების მიმართ მიმდინარეობს. იოსელიანი ამის მაგალითად ასახელებს ლანჩხუთის ინციდენტს, სადაც, მისი თქმით, ენმ-ს წევრი ჟურნალისტების თანხლებით შეიჭრა, კომისიის თავმჯდომარეზე ზეწოლას ახდენდა და ემუქრებოდა მას.
"საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები კანონმდებლობის სრული დაცვით აირჩია და ბრალდება, რომ საოლქო საარჩევნო კომისია "ნიშნავს" პოლიტიკურად მიკერძოებულ პირებს, არის სიცრუე, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი — მოქალაქეები შეიყვანოს შეცდომაში.
საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს მოვუწოდებთ, გააგრძელონ კანონით განსაზღვრული საქმიანობის ნეიტრალურად განხორციელება. არ აყვნენ პროვოკაციებს. ზეწოლის ან მუქარის შემთხვევაში იმოქმედონ კანონის შესაბამისად. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საოლქო საარჩევნო კომისიებს მათ საქმიანობაში და მზადების პროცესში 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის. და ამასთან ვაცხადებთ, რომ ყოველთვის გვექნება შესაბამისი რეაგირება ნებისმიერი სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე", — განაცხადა ნათია იოსელიანმა.
ის არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს, თუ აქვთ რომელიმე საარჩევნო მოხელის მიკერძოებული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წარადგინონ კანონით განსაზღვრული წესით და "ნუ გაავრცელებენ მედია საშუალებებით არასწორ ინფორმაციას". იოსელიანის თქმით, ამან მოქალაქეები შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს და ასევე, "გამოიწვიოს მათში უნდობლობის განცდა", როცა საარჩევნო ადმინისტრაციის მთელი შემადგენლობა ემსახურება იმას, რომ ამომრჩეველმა "თავისუფლად მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა".
გარდა ამისა, ცესკოს ინფორმაციული დაცულობის ცენტრის სპიკერის, თორნიკე გოგისვანიძის განცხადებით, ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა ვებგვერდი Cesko.cf, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად ცესკოს ლოგოსა მისთვის დამახასიათებელ სხვა დეტალებს იყენებს. მისი თქმით, ამ საკითხზე უკვე მიმართეს Facebook-ს და გვერდის წაშლა მოითხოვეს.
ცესკოს წარმომადგენელი კიდევ რამდენიმე გვერდზე საუბრობს და აცხადებს, რომ სავარაუდოდ, მათი შექმნის მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. გოგისვანიძე მათ შორის ასახელებს მოძრაობა სირცხვილიას მიერ დაფუძნებულ სამოქალაქო საარჩევნო კომისიას, Cec.org.ge-ს.
"არჩევნებს ატარებს და საზოგადოებას ამ არჩევნების უტყუარ შედეგებს აწვდის მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაცია, ხოლო ზემოაღნიშნულის მსგავსი აქტივობები არის ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის და დეზორიენტაციის მცდელობა. შესაბამისად, ყველა ზემოაღნიშნული აქტივობა შეიძლება განვიხილოთ როგორც საარჩევნო პროცესის მიზანმიმართული დაზიანება", — განაცხადა თორნიკე გოგისვანიძემ.
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
კომენტარები