30-წლიანი ბლა-ბლა-ბლა — გრეტა თუნბერგი მსოფლიო ლიდერებს დაპირებების შეუსრულებლობისთვის აკრიტიკებს
გრეტა თუნბერგმა მილანში გამართულ Youth4Climate-ის სამიტზე მსოფლიო ლიდერები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა მწვავედ. შვედმა აქტივისტმა კლიმატის კრიზისთან დაკავშირებული დაპირებები გაიხსენა და მათ ნაცვლად რამდენჯერმე გაიმეორა "ბლა-ბლა-ბლა".
ახალგაზრდა გარემოსდამცველმა ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის განცხადება მოიხმო, რომ "საქმე ძვირადღირებული, პოლიტკორექტული ბაჭიახუტიაობით1 კი არ კეთდება, არამედ ზრდითა და სამუშაოებით.
"ვფიქრობ, [აშშ-ის] პრეზიდენტმა ძალიან სწორი აქცენტი გააკეთა ამაზე. მწვანე აღმშენებლობის დაწყებით, ამ პანდემიისგან უკეთესის მიღება შეგვიძლია".
სწორედ ამ განცხადებას შეეხო თუნბერგი ირონიულად:
"მწვანე და უკეთესი აღმშენებლობა. ბლა-ბლა-ბლა. მწვანე ეკონომია. ბლა-ბლა-ბლა. ნულოვანი მაჩვენებელი 2050 წლისთვის. ბლა-ბლა-ბლა. მხოლოდ ეს გვესმის ეგრეთ წოდებული ლიდერებისგან. სიტყვები, რომლებიც მქუხარედ ისმის, თუმცა, შესრულებისგან შორსაა. ჩვენს იმედებსა და მისწრაფებებს მათი ცარიელი დაპირებები შეიწირავს".
გაეროს ცნობით, 2030 წლისათვის ნახშირბადის ემისიების 16-პროცენტიანი ზრდაა მოსალოდნელი, ნაცვლად იმისა, რომ განახევრდეს. სწორედ განახევრებაა საჭირო, რათა გლობალური დათბობის საერთაშორისოდ შეჯერებულ მაჩვენებელზე — 1,5°C-ზე — შეკავება შესაძლებელი გახდეს.
2021 წლის გაეროს კლიმატის ცვლილების სამიტი ოქტომბრის მიწურულს, გლაზგოში დაიწყება. მასზე ატმოსფეროს ყველაზე მეტად დამაბინძურებელი ქვეყნები ემისიების შესამცირებლად უფრო მკაცრ რეგულაციებს წარმოადგენენ.
"რასაკვირველია, კონსტრუქციული დიალოგი გვჭირდება, თუმცა, 30 წელი მხოლოდ ბლა-ბლა-ბლას გაიძახიან და ამან სად მიგვიყვანა? ჯერ კიდევ შეგვიძლია, ეს სიტუაცია შემოვატრიალოთ — ეს სრულიად შესაძლებელია", — დასძენს თუნბერგი, — "ამისათვის საჭიროა, დაუყოვნებლივი, რადიკალური ნაბიჯები გადავდგათ ყოველწლიურად ემისიების შესამცირებლად. ჩვენი ლიდერების გამიზნული უმოქმედობა ახლანდელი და მომავალი თაობების ღალატია".
მომავალ თაობაზე საუბრისას კი უნდა აღინიშნოს, რომ კვლევების თანახმად, მსოფლიოს ახალგაზრდების ნახევარს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შფოთვა აწუხებს, მათი ნაწილი კი შვილის გაჩენაზე უარს სწორედ კლიმატის კრიზისის გამო ამბობს.
კვლევა აგრეთვე ადასტურებს, რომ დღეს დაბადებული ბავშვები "მწვავე სითბური ტალღებისა და კლიმატის კრიზისით გამოწვეული სხვა უბედურებების მსხვერპლები ბევრად უფრო ხშირად ხდებიან, ვიდრე მათი ბაბუები". ეს ასე იქნება მაშინაც, თუკი სახელმწიფოები დასახულ მიზნებს შეასრულებენ.
გაეროს, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილი სამიტი უფრო იმის დამტკიცებაა, რომ 1,5°C-იანი ზღვარის შენარჩუნება ჯერ კიდევ შესაძლებელია.
თუნბერგი, რომლის დამოუკიდებელმა გაფიცვამ 2018 წელს მსოფლიო მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი, მილანის სამიტს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ასობით აქტივისტთან ერთად ესწრება. ღონისძიებას იტალიის მთავრობა მასპინძლობს. მის ფარგლებში ახალგაზრდები განიხილავენ, რა როლი აკისრიათ მათ გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავებაში. კონფერენციას საფუძველი 2019 წელს, გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ კლიმატის ახალგაზრდულ სამიტზე ჩაეყარა.
"საუკეთესო ახალგაზრდებს ასეთ შეხვედრებზე მხოლოდ იმიტომ იწვევენ, რომ თავი მოგვაჩვენონ, ვითომ გვისმენენ", — განაცხადა, — "თუმცა, ცხადია, რომ ეს ასე არ არის. ემისიები ისევ იზრდება. მეცნიერება არ ტყუის.
"ძალაუფლების მქონე ადამიანებს ვეღარ მივცემთ ნებას, გადაწყვიტონ რა არის პოლიტიკურად შესაძლებელი. ძალაუფლების მქონე ადამიანებს ვეღარ მივცემთ ნებას, გადაწყვიტონ, რა არის იმედი. იმედი პასიური არაა. იმედი ბლა-ბლა-ბლა არ არის. იმედი სიმართლეა. იმედი მოქმედებას მოითხოვს და იმედი ყოველთვის ხალხისგან მოდის".
1Bunny-hugging — გარემოს და ცხოველთა უფლებადამცველი აქტივისტების მისამართით გამოყენებადი დამამცირებელი ტერმინი.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები