როდესაც იტყვით უბინძურეს ტყუილს, ვიღაცამ უნდა მიგითითოთ ამაზე — მდინარაძე ჟურნალისტს
ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ მმართველი გუნდის წევრების დამოკიდებულება და აგრესიული რიტორიკა ჟურნალისტების მიმართ "საყვედურია" ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო. ასე ეხმაურება ის ომბუდსმენის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება ჩვეულ პრაქტიკად იქცა, რასაც ის კრიტიკულად აფასებს.
"ცივილიზებული სამყარო ასეთ სტანდარტს, რომ დაგაბრალოს ჟურნალისტმა ან ე.წ. ჟურნალისტმა ყველაფერი და შენ არც კი უსაყვედურო, იმიტომ, რომ შემდეგ შეიძლება სახალხო დამცველმა თქვას, რომ ეს არის ზეწოლა, ეს სტანდარტი არსად არ მუშაობს", — აცხადებს მდინარაძე.
გარდა ამისა, მდინარაძე ჟურანლისტს ეუბნება, რომ როდესაც ბინძურ ტყუილს იტყვიან, პარტიას ამაზე რეაგირება ექნება, რათა მედიის წარმომადგენლებს "ნამუსმა ოდნავ მაინც შეაწუხოთ".
"როდესაც იტყვით უბინძურეს ტყუილს, უნდა მიგითითოთ ვიღაცამ, რომ უბინძურესია ეს ტყუილი და უბინძურესია იმის კეთება, რასაც აკეთებთ", — მიმართავს მდინარაძე ჟურნალისტს, რითაც ის კახა კალაძის კალაძის რიტორიკას იმეორებს.
გუშინ, 29 სექტემბერს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით მოიხსენია მთავარი არხის ჟურნალისტები და კითხვის პასუხად ტელეკომპანიის წარმომადგენელს უთხრა, რომ მათზე უფრო "დიდი რადიკალები" და "უბინძურესი ადამიანები" ქვეყანაში არ არსებობენ. ამ ფორმით კალაძე გამოეხმაურა ჟურნალისტის რეპლიკას მედიის დევნის, 5 ივლისისა და ევროკავშირის ოფისის წინ ქართული ოცნების აქტივისტების მობილიზების შესახებ.
ომბუდსმენი მომხდარს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს მედიისკენ მიმართულ ძალადობრივ ფონს ახალისებს. ამ თემასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც და აღნიშნა, რომ კალაძის კომენტარები ჟურნალისტების მიმართ დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველია და დამახასიათებელია ავტორიტარიზმისთვის.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართული ოცნების ლიდერები ოპოზიციურ და კრიტიკულ მედიას თავს ესხმიან, კითხვებს არ პასუხობენ ან მათ მიმართ აგრესიულად არიან განწყობილნი. დიდი ხნის განმავლობაში ისინი საერთოდ უარს ამბობდნენ მათთან კომუნიკაციაზე, ეთერებში მისვლასა და ინდივიდუალური კომენტარების ჩაწერაზე.
მმართველი გუნდი მსგავსი დამოკიდებულების გამო არაერთხელ გააკრიტიკა მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ეს აძლიერებს პოლარიზაციას და ჟურნალისტებს საფრთხეს უქმნის, რადგანაც ახალისებს ძალადობრივ ჯგუფებს.
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
კომენტარები